სიახლენი

ქართულმა სიმფონიურმა ორკესტრმა ჰამბურგში მაყურებელი გააოცა

ჰამბურგის ცნობილ საკონცერტო დარბაზში ElbPhilharmonie კავკასიის საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდა. კონცერტში მონაწილეობდნენ ცნობილი მუსიკოსები ნიკოლოზ რაჭველი დუდანა მაზმანიშვილი და სხვა. მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ დარბაზში ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელის სიმფონია N5 და Warzone შეასრულა, ასევე სერგეი რახმანინოვის საფორტეპიანო კონცერტი N2. საღამო ნიკოლოზ რაჭველის სიმფონიური თხზულების The Silver Sun პრემიერით გაიხსნა. ელბფილარმონიის მაყურებელმა ქართველი შემსრულებლები ხანგრძლივი აპლოდისმენტებით დააჯილდოვა.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

კიბერთავდასხმა სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის სერვერზე

თბილისში სასწრაფოს მძღოლს ფიზიკურად გაუსწორდნენ (VIDEO)

Joni Kvaracxelia

ივანიშვილი ვანო ჩხარტიშვილთან სახლში შეამჩნიეს(VIDEO)

დატოვე კომენტარი