სხვადასხვა

«ქართულმა ოცნებამ» შუალედურ არჩევნებში დამაჯერებლად მოიგო

შუალედური არჩევნების შედეგები უკვე ცნობილია,   საარჩევნო ბიულეტინის მთლიანად დათვლის შედეგად, ყველა ოლქში «ქართული ოცნების» კანდიდატი ლიდერობს.

მთაწმინდის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატი აირჩიეს, ხოლო დანარჩენ ოლქში ქალაქის მერები.

ზუგდიდში «ქართული ოცნების» ზუგდიდის მერობის კანდიდატმა გიორგი შენგელიამ ხმათა 54,18% , ხოლო «გაერთიანებული ოპოზიციის» კანდიდატმა სანდრა რულოვსმა 42,84% მიიღო.

თბილისში, მთაწმინდის ოლქში  შალვა შავგულიძეს დაახლოებით  37 % აქვს,  ხოლო ვლადიმერ კახაძეს — 41%. თბილისში მთაწმინდის ოლქში მეორე ტური დაინიშნება.

მარნეულის ოლქში «ქართული ოცნების »  კანდიდატმა ზაურ დარგალმა დააახლოებით ხმათა 79 % მიიღო, ხოლო  «ნაციონალური მოძრაობის» წარმომადგენელმა აგილ მუსტაფაევმა — 11 %.

«ევროპული საქართველოს» კანდიდატმა  კი  7.54%.

ზესტაფონის ოლქში «ქართული ოცნების» კანდიდატმა  გიორგი გოგლიჩიძემ 50%-ზე მეტი მიიღო,

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა  ბაქარ ხიჯაკაძემ კი   34.26%.

«ქართული ოცნების» კანდიდატმა  გივი მოდებაძემ ჭიათურაში  64.58% ხოლო  დამოუკიდებელმა კანდიდატმა ზურაბ კუპატაძემ დაახლოებით 18%-მდე.

ხულოში «ქართული ოცნების»  მერობის კანიდატმა ვახტანგ ბერიძემ  თითქმის 71 %-ის მხარდაჭერა მიიღო, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა  ირაკლი ჯორბენაძეს კი 23.74%

Loading…

მსგავსი პოსტები

19 ივნისს საქართველოში მამის დღეს აღნიშნავენ

Joni Kvaracxelia

«ავერსი» პირბადეების გაყიდვას 0.18 ლარად იწყებს

roma sajaia

დმანისში ვახტანგ გომელაური და გრიგოლ ლილუაშვილი ჩავიდნენ

roma sajaia

დატოვე კომენტარი