პოლიტიკა

«ქართული ოცნების»  ხულოს ორგანიზაციის თავჯდომარემ, ომარ მახარაძემ, «ქართული ოცნება» დატოვა და გაერთიანებულ ოპოზიციას შეუერთდა

«რუსთავი 2»-ის ინფორმაციით «ქართული ოცნების»  ხულოს ორგანიზაციის თავჯდომარემ, ომარ მახარაძემ, «ქართული ოცნება» დატოვა და გაერთიანებულ ოპოზიციას შეუერთდა:

„2012 წელს ჩემი და ჩემი მეგობრების აქტიური მუშაობით შევცვალეთ ხელისუფლება უკეთესი მომავლის და ქვეყნის წარმატების იმედად. ჩემთვის, როგორ ქართული ოცნების მხარდამჭერისთვის და აღმასრულებელი მდივნისთვის, პრიორიტეტი იყო ყოველთვის ხალხზე ზრუნვა, მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და ადამიანის უფლებების დაცვა. ერთადერთი გამოსავალი ჩვენი რეგიონის და ქვეყნის მძიმე პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამოყვანის მიზნით მიმაჩნია ყველა პოლიტიკური ძალის გაერთიანება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები,“ — განაცხადა ომარ მახარაძემ.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

კრიშტოფ სალაი-ბობროვნიცკის ვიზიტი საქართველოში

«სასაცილოდ გამოიყურება ენმ-ის პოზიცია-ამ გაუგებრობაში ჩემი ადგილი აღარაა»-სამადაშვილმა ენმ დატოვა

roma sajaia

პუტინი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვსა და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს, რაულ ხაჯიმბას უმასპინძლებს

დატოვე კომენტარი