განცხადებები

«ქართული ოცნების» დეპუტატი მარკ ცუკერბერგს რჩევას აძლევს

«ქართული ოცნების» დეპუტატი კარლო კოპალიანი  „ფეისბუქის პატრონს რჩევას აძლევს:

«დამისახელეთ, რომელიმე ჯგუფი, რომელიც „ფეისბუქმა“ გააუქმა და რომელზეც დამტკიცდა, რომ ანტიდასავლურ პროპაგანდას ავრცელებდა. თუ მსგავსი რამ იყო, ვეთანხმები, რომ უნდა გაუქმდეს, მაგრამ ეს გაუქმება უნდა მოხდეს ორმხრივად. როდესაც პროდასავლურობაზე გაქვს პრეტენზია და უზარმაზარ ოპოზიციურ გაერთიანებას ქმნი, მაგ გაერთიანების წევრები მოსკოვში არ უნდა დარბოდნენ. აი, სად არის პროდასავლურობის ღალატი და ვინ არიან პრორუსები, აღარ ვლაპარაკობ მათ თავმჯდომარეზე პოლკოვნიკ ვაშაძეზე. ამიტომ „ფეისბუქის“ პატრონს, თუ ვინც არის, ვურჩევ, რომ ორმხრივად იმოქმედოს ასეთ შემთხვევებში. თუმცა ეჭვი მაქვს, რომ ეს აქედან მიწოდებული ინფორმაცია იყო და ეს ერთ-ერთი ხერხია „ქართულ ოცნებასთან“ საბრძოლველად, მაგრამ ეს არ გამოუვათ. „ფეისბუქმა“ რეაგირება გააკეთა იმაზე, რა ინფორმაციაც მიიღო. ისეთი გვერდებია გაუქმებული, რომელთა 90% რეალურია,» — განაცხადა კარლო კოპალიანმა.

Loading…

მსგავსი პოსტები

ივერი მელაშვილის მეუღლის განცხადება

«არავითარი მილიარდნახევარი არ იქნება…ფული არ არისო რომ იძახდნენ, ახლა წაგების სუნი რომ დატრიალდა ჰაერში, ფულიც მოინახა და სურვილიც?»-გრიგოლ ვაშაძე

აფხაზეთიდან დევნილმა, მომღერალმა ნათია თოდუამ სალომე ზურაბიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი