სიახლენი

ქართული ოცნება წინასაარჩევნოდ კოლოსალურ თანხებს დახარჯავს — აანონსებს ლეიბორისტული პარტია

ლეიბორისტული პარტია ქართულ ოცნებას არჩევნების გაყალბების მცდელობაში ადანაშაულებს. პარტიის სახელით განცხადება პრეზიდენტობის კანდიდატის, შალვა ნათელაშვილის, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გააკეთა. ლაშა ჩხარტიშვილის მტკიცებით, მმართველი გუნდის აქტივისტები ბიუჯეტიდან ფინანსდებიან. ლეიბორისტულ პარტიაში მიაჩნიათ, რომ ერთადერთი გამოსავალი არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტიურობაა. „ქართული ოცნება არჩევნების ტოტალური გაყალბებისთვის ემზადება. საამისოდ ბიძინა ივანიშვილი საკუთარ მილიარდებს ვერ იმეტებს, რამედ ისევ ჩვენი, ხალხის მიერ გადახდილი გადასახადებით შემდგარი ბიუჯეტიდან აპირებს, ადაფინანსოს გამყალბებელთა, პარტიულ აქტივისტთა, აგიტატორთა არმია. მთავარი გამოსავალია არჩევნებზე მოსახლეობის აქტიურობა,“ — განაცხადა ლაშა ჩხაფაქტები.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

სოფელ გლდანში ნაპოვნი შველი თავს კარგად გრძნობს და ზედამხედველობის ქვეშაა

ბორჯომ-ხარაგაულის ტყეში მომხდარი ინციდენტის დროს გარდაცვლილი მეხანძრე საკუთარ სახლში დღეს გადაასვენეს

«სუბელიანის ფარულ ჩანაწერებში მონაწილე ციხის თანამშრომელი გუგული მაღრაძის დისშვილი აღმოჩნდა»-ელისო კილაძე

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი