covid-19მსოფლიოში

ქართველ პარტნიორებს Covid-19-ის დიაგნოსტიკაში გერმანიის შეიარაღებული ძალების მიკრობიოლოგიის ინსტიტუტი ეხმარება

მსოფლიოს მასშტაბით უკვე 1,2 მილიონ ადამიანზე მეტი დაინფიცირდა ახალი კორონავირუსით (Sars-CoV-2) და 66 ათას ადამიანზე მეტი გარდაიცვალა. ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე გადადის და უკვე მთელს მსოფლიოშია გავრცელებული. გერმანიაში Covid-19-ით ინფიცირების პირველი შემთხვევების დიაგნოსტიკა სწორედ ბუნდესვერის მიკრობიოლოგიის ინსტიტუტში (IMB) მოხდა. (https://instmikrobiobw.de/aktuelles).

2013 წლიდან ბუნდესვერის მიკრობიოლოგიის ინსტიტუტი გერმანიის ბიოუსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობს საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან (NCDC). ეს არის ჯანმრთელობისა და ბიოლოგიური მონიტორინგის ცენტრი, რომლის ამოცანებშიც შედის ასევე ინფექციური დაავადებების გავრცელების კონტროლი. IMB-მ ჯერ კიდევ თებერვლის დასაწყისში გაუზიარა მასალა და ცოდნა საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, რათა ქართველი პარტნიორებისათვის Covid-19-ის დიაგნოსტიკა ადრეულ ეტაპზე გამხდარიყო შესაძლებელი. ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლებმაც უმოკლეს ვადაში შეძლეს შესაბამისი მეთოდების გამოყენება და საეჭვო შემთხვევების დიაგნოსტიკა. ბიოუსაფრთხოების პროგრამაში მთავარი აქცენტი კეთდებოდა და კეთდება ექსპერტების გადამზადებაზე და საიმედო დიაგნოსტიკური მეთოდების დამკვიდრებაზე. ამ ღონისძიებების წარმატება კარგად გამოჩნდა მიმდინარე კრიზისულ სიტუაციაში. ეს არის გერმანულ-ქართული თანამშრომლობის კიდევ ერთი კარგი მაგალითი.

მხარდაჭერა ამ ეტაპზეც გრძელდება და მზადდება დამატებითი მასალა გამოსაგზავნად.

წყარო

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

ე.წ. „რუსეთის ქართული დიასპორა“ სერგეი ლავროვს მილოცვის წერილს უგზავნის

Joni Kvaracxelia

მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში 12 საკონტროლო გამშვები საგუშაგოა მოწყობილი

პუტინი რუსეთის საზღვრების ჩაკეტვას აპირებს

დატოვე კომენტარი