განცხადებები

ქართველი პოლიტიკოსების კომენტარები გერმანიის ელჩის განცხადებაზე

«ლეიბორისტული პარტიის» ლიდერი, შალვა ნათელაშვილი საქართველოში გერმანიის ელჩს, ჰუბერტ კნირშს «ქართული ოცნების» დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ლობისტობაში ადანაშაულებს. ბრალდებების გასაჟღერებლად ნათელაშვილმა ბრიფინგი მას შემდეგ ჩანიშნა, რაც კნირშმა თქვა, რომ გიორგი რურუა 8 მარტის შეთანხმების დოკუმენტში ნახსენები არ იყო. ჰუმბერტ კნირშის განცხადებას გამოეხმაურა ასევე სალომე სამადაშვილი: «პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც, სამწუხაროდ, ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორი სახელმწიფოს ელჩს, გარკვეულწილად, დიპლომატიური შეცდომა მოსდის… ამ შემთხვევაშიც, მან, გარკვეულწილად, არაზუსტი ინფორმაცია თქვა იმიტომ, რომ, დიახ, კონკრეტული სახელი და გვარები არ ყოფილა 8 მარტის შეთანხმებაში, მაგრამ ზეპირი შეთანხმებით ყველამ იცოდა, რა საკითხებს შეეხებოდა», — თქვა სამადაშვილმა და ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას გათავისუფლება გაიხსენა, რომელზეც აღნიშნა, რომ ამ შეთანხმების ნაწილი იყო. გუშინ კომენტარი გააკეთა ასევე ჰუმბერტ კნირშზე გიგა ბოკერიამ: თარგმანში დაკარგულს ჰგავს ხოლმე და მერე ბოდიშის მოხდა უწევს. ჩვენს მთელ პარტიას ბოდიში მოგვიხადა, შეცდომაში შემიყვანეს 20 ივნისზეო, ხომ გახსოვთ, აქ რომ მოიყვანა მთავრობამ? ასე რომ, ზოგჯერ გამოცდილება არ ჰყოფნით ხოლმე დიპლომატებს და შარში ეხვევიან.

თანავუგრძნობ მას ამ გაუგებრობის და შარის გამო, რომელშიც თვითონ გაეხვია და სხვა ელჩებიც გახვია. რაღაცნაირად ახლა უნდა გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან. ” შეგახსენებთ რომ 26 ივნისს ჰუმბერტ კნირშმა 8 მარტის შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა «»8 მარტის შეთანხმებები მაშინვე გახდა საჯარო. ისინი ორ ტექსტშია ასახული, რომელიც ინტერნეტში დევს და რომლის შესახებაც ყველამ იცის. სავსებით ცხადია, რომ იქ ბატონი რურუა და სხვა ადამიანები დასახელებულნი არ არიან. ეს სრულიად ცხადია. ახლა მნიშვნელოვანია კონსტიტუციური ცვლილებების მიღება».- განაცხადა კნირშმა. ხოლო დღეს დღის ბოლოს მმართველმა პარტიამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა გერმანიის ელჩთან დაკავშირებით.

თამარ ქუთათელაძე
paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

დარწმუნებული ვარ ბიძინა ივანიშვილს ჩვენი ქვეყნისთვის ბევრი კარგი  რამის გაკეთების სურვილიც აქვს და შესაძლებლობაც — ენძელა მაჭავარიანი

კობახიძე ისევ ამბობს, რომ გახარია ნარკოდამოკიდებულია და «ხელიდან წავიდა»

«ყველა ოჯახს დავურიგებთ საბრძოლო იარაღს და ყველა დავიცავთ ჩვენს ტერიტორიას»-ალექსანდრე ლუკაშენკო

1 კომენტარი

დატოვე კომენტარი