განცხადებები

«ფრესკო» ქსელის ყველა მაღაზიას კეტავს

მაღაზიათა ქსელი «ფრესკო» ხელისუფლების მიმართ უნდობლობას გამოთქვამს და სოლიდარობის ნიშნად ხვალ, ქსელის ყველა მაღაზიას კეტავს. ეს აქცია მხოლოდ ერთი დღე გაგრძელდება. ამის შესახებ განცხადება ფრესკოს ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა.

«ძვირფასო მომხმარებლებო,

მიგვაჩნია, რომ ის, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება, ჩვენთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის კონსტიტუციური უფლების წართმევაა! დღეს, კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ადამიანის ფუნდამეტური უფლება — აზრისა და სიტყვის გამოხატვის თავისუფლება იზღუდება.

რთულია, ამ სიტუაციაში იყო უმოქმედოდ, მაგრამ ისეთი კანონმორჩილი კომპანიისთვის, როგორიც ფრესკოა მიუღებელია გასცდე კანონის ფარგლებს. ამიტომ, ჩვენი პროტესტის გამოხატვის ერთადერთ შესაძლებლობას ჩვენ ვხედავთ ჩვენი ქსელის მუშაობის დროებით შეჩერებაში — ერთი დღით, 2019 წლის 19 ნოემბრის 00:00 საათიდან, 2019 წლის 20 ნოემბრის 00:00 საათამდე დაიკეტება ფრესკოს ყველა სუპერმარკეტი. ეს არ არის მოწოდებითი განცხადება. ჩვენ ამ ფორმით ვაფიქსირებთ ჩვენს პროტესტს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე.

ჩვენო ერთგულო მომხმარებლებო, ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის. ვიმედოვნებთ, რომ გაგებით მოეკიდებით ჩვენს ქმედებას. 2019 წლის 20 ნოემბრის 00:00 საათიდან კვლავ ჩვეულებრივ, 24 საათიან რეჟიმში განვაახლებთ თქვენს მომსახურებას.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ფრესკოში დასაქმებული ყველა თანამშრომელი სრულად მიიღებს ამ დღის, 19 ნოემბრის შრომის ანაზღაურებას.

პატივისცემით,
ფრესკო
18.11.2019″ — ნათქვამია განცხადებაში.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

«ეს ან ახალი ომის პროვოცირებას ემსახურება, ან რევანშია დაუსრულებელ გადატრიალებაზე?»-ზურაბიშვილი გაბუნიას განცხადებაზე

Joni Kvaracxelia

«პოლიციელი ქალი, რომელიც 15 წლის ბიჭის თვითმკვლელობის საქმეზე დააკავეს…პოსტავდა — მ ი შ ა მიყვარს ძალიან და მიშას გარდა არავის დავემორჩილები, როგორც პოლიციელიო»-ბაკურ სვანიძე

«უსამართლო ქვეყანა გვაქვს, სამარცხვინოც კი…»-დეკანოზი ილია ჭიღლაძე

დატოვე კომენტარი