განცხადებები

ფრენები რუსეთთან აუცილებლად უნდა აღდგეს-არიჩლ თალაკვაძე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე გამოეხმაურა, ლავროვი  რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის მომხრეა, ხოლო თალაკვაძე ამ განცხადებას პოზიტიურს უწოდებს:

«მე ვფიქრობ, თვითონ განცხადება პოზიტიურია და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი ხელისუფლების პრაგმატული, პასუხისმგებლიანი საგარეო პოლიტიკა არის სწორი პოლიტიკა, სწორია, რომ პროვოკაციაზე არ ვაკეთებთ ემოციურ პასუხებს და კითხვის ნიშნის ქვეშ არ ვაყენებთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, სტაბილურობასა და მშვიდობას. ვფიქრობ, მომავალშიც ყველა ნაბიჯი, რომელიც იქნება სწორად აწონ-დაწონილი, რომელიც იქნება ეროვნულ ინტერესებთან თანხმობაში, რომელიც იქნება პრაგმატული და პასუხისმგებლიანი, გამოიღებს ყოველთვის დადებით შედეგს. ამიტომ ბუნებრივია, ჩვენ არ უნდა ავყვეთ არც ერთ პროვოკაციას და არ უნდა მივცეთ საშუალება არავის, რომ საქართველო რამე ახალ პროვოკაციაში იყოს ჩათრეული. ეს არ მოხდება, ეს ვერ მოხდება, ჩვენი მხრიდან რამე შეცდომის დაშვება ამ კუთხით არის გამორიცხული.

ვფიქრობ, ფრენები აუცილებლად უნდა აღდგეს და ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ გავაგრძელოთ მსოფლიო ბაზრებში ინტეგრაცია და ჩვენი ეკონომიკა კიდევ უფრო დამოუკიდებელი გავხადოთ»- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

Loading…

მსგავსი პოსტები

«მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინას ივანიშვილს…»-მეუფე სპირიდონი

roma sajaia

გენრი დილოძემ პარტია «მოქალაქეების» რიგები დატოვა

დღეს არჩილ თალაკვაძემ სამოქალაქო აქტივისტებს მიმართავს

დატოვე კომენტარი