კრიმინალი

ფოთში მშენებარე ტაძრის სამლოცველო გაძარცვეს

არსებული ინფორმაციით ფოთში წმ. პანტელეიმონ მკურნალის სახელობის მშენებარე ტაძრის სამლოცველო გაძარცვეს.

გატეხილია შესაწირი ყულაბები და წაღებულია თანხა.

არნიშნულთან დაკავშირებით ეკლესიის მესანთლე  სვეტლანა სიჭინავა «კურიერთან» საუბრობს:

„გატეხილია შესაწირი ყულაბები და თანხაა წაღებული, მაგრამ როგორც ასეთი არ ვიცით მიახლოებით რამდენია თანხა იმიტომ, რომ ხშირად არ იხსნება ეს. სანამ მე მოვიდოდი მანამდე იყო ჩემი მოძღვარი მოსული. როგორც ჩანს, რომ მოვიდა დახვდა კარები გატეხილი და მამაომ დაურეკა პოლიციას,“ — განაცხადა ეკლესიის მესანთლემ.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

მეუფე იობი თავის მართლებაში გადავიდა

ორთაჭალაში საიუველირო მაღაზია გაძარცვეს

Joni Kvaracxelia

სამართალდამცველებმა სარფში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „ჰეროინი“ ამოიღეს — დაკავებულია 1 პირი

დატოვე კომენტარი