განცხადებები

ფიქრობს რომ მისი აქ ჩამოსვლა შეცდომა იყო ედუარდ სააკაშვილი მიხეილ სააკაშვილზე

«ფიქრობს, რომ მისი აქ ჩამოსვლა შეცდომა იყო, ეს მისგან
არაერთხელ გამიგია»

«დღეს, მამაჩემისთვის ნამდვილად პრიორიტეტია მისი ჯანმრთელობა. ჩემთვის რთული წარმოსადგენია ამ მდგომარეობაში ნებისმიერი ტიპის პოლიტიკურ საქმიანობაში ჩაერთოს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში, უკრაინაში იქნება თუ სად იქნება, არ ვიცით.
ჩემთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია, სიმართლე გითხრათ და თავადაც დიდად არ დარდობს. მისი სხეული უფრო გადარჩენის რეჟიმშია, ვიდრე გეგმების, მით უმეტეს პოლიტიკური გეგმების რეჟიმში. […]
მგონი, მას გაცნობიერებული აქვს, რომ მისი აქ ჩამოსვლა შეცდომა იყო, ეს მისგან არაერთხელ გამიგია. მგონი ამას მიხვდა, დანარჩენს ვნახავთ.
მას აღარ უნდა აქ იყოს და ფიქრობს, რომ არც უნდა ჩამოსულიყო და დღეს მისი პრიორიტეტია, რომ უბრალოდ გადარჩეს და შეინარჩუნოს ჯანმრთელობა. »

ედუარდ სააკაშვილმა განაცხადა, კლინიკა «ვივამედში» მამის მონახულების შემდეგ.

Loading…

მსგავსი პოსტები

ჯიმ რიში ქართულ მხარეს მოუწოდებს მიღწეული შეთანხმება შეასრულოს

ბორჯომში იყო ფულის მონების აჯანყება — გიორგი გიუაშვილი, ლეიბორისტული პარტია

მე არ ვჩივი, რომ გუშინ თვალი დავკარგე, მინდა დაკავებულები იყვნენ ჩვენს გვერდით-საბა სერგია, რომელმაც აქციის დარბევისას თვალი დაკარგა (ვიდეო)

დატოვე კომენტარი