კრიმინალი

ფეისბუქ გვერდებზე უნებართვო შეღწევებისა და თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე 6 პირს ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ, ქართველი ემიგრანტების „ფეისბუქ“ გვერდებზე უნებართვო შეღწევებისა და თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე 6 პირს ბრალდება წარუდგინა, — ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა, თანხების თაღლითურად დაუფლების მიზნით, წინასწარ შეისწავლეს ამერიკის შეერთებეულ შტატებსა და სხვა ქვეყნებში მყოფი ქართველების „ფეისბუქ“ გვერდების შესახებ ინფორმაცია, შექმნეს არავერიფიცირებული ონლაინ-კაზინო და ტოტალიზატორების ანგარიშები, გაუწიეს მობილიზება იმ პირებს რომელთა სახელზეც გაკეთდებოდა სწრაფი გზავნილები და დარიცხავდნენ დანაშაულებრივად მოპოვებულ თანხებს.

აღნიშნული პირობების შექმნის შემდგომ ბრალდებულებმა უცხოეთში სამუშაოდ მყოფი, საქართველოს 7 მოქალაქის „ფეისბუქ“ გვერდებზე უნებართვოდ შეაღწიეს. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მათი სახელით დაუკავშირდნენ როგორც საზღვარგარეთ სამუშაოდ მყოფ, ასევე, საქართველოში მცხოვრებ მათსავე მეგობრებს, რომლებსაც ონლაინ-კაზინოსა და სწრაფი გზავნილის ანგარიშებზე სხვადასხვა ოდენობის თანხები მოტყუებით ჩაარიცხინეს. ბრალდებულები, თაღლითური გზით, 14 დაზარალებულის კუთვნილ 10 500 ლარს დაეუფლნენ.

Loading…

მსგავსი პოსტები

სულხან მოლაშვილის მამა საკუთარი შვილის მკვლელობაში ბრალს მოსამართლე მანუჩარ კაპანაძეს დებს

Joni Kvaracxelia

უმძიმესი შემთხვევა რუსთავში-მოკლულია 4 პირი

roma sajaia

ესპანეთში დააკავეს საქართველოს 9 მოქალაქე

დატოვე კომენტარი