მსოფლიოში

ფატუ ბენსუნდას მოუხსნეს სანქციები

აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორ ფატუ ბენსუდას დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული სანქციები მოუხსნა. სანქციები გაუუქმდა ასევე ჰააგის სასამართლოს იურისდიქციის, კომპლემენტარობისა და თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორ ფაკისო მოჩოჩოკოს.

შესაბამისი გადაწყვეტილება სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა გამოაცხადა. ამასთან, გაუქმდა ჰააგის სასამართლოს პერსონალისთვის აშშ-ის სავიზო შეზღუდვები.

„აღნიშნული გადაწყვეტილებები ასახავს ჩვენს შეფასებას, რომ ეს ზომები იყო შეუსაბამო და არაეფექტიანი“,- ნათქვამია ენტონი ბლინკენის განცხადებაში.

2020 წლის ივნისში აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინააღმდეგ სანქციები დააწესა, ავღანეთში ამერიკელი სამხედროების მიერ შესაძლო ჩადენილ ომის დანაშაულების გამოძიების გამო.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

«პრეზიდენტმა უნდა შეწყვიტოს ტელევიზორში ექიმის როლის თამაში»

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 250 მილიონი დოლარი გამოუყო

ბალტიის ქვეყნები და საფრანგეთი, ბელორუსის საჰაერო სივრცის დახურვის ინიციატივით გამოდიან

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი