განცხადებები

«უფალი ასე ამბობს, შენ თუ ნებით აირჩევ გათახსირებას და ცოდვას, მაშინ მე მათრახს გადაგიჭერო და ეს მათრახი იქნება ჩრდილოეთის მათრახი»-სპირიდონი

სხალთის მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა გუშინ თავის ქადაგებაში რუსეთსა და ევროკავშირზე ისაუბრა.

«ამასწინათ იყო ტელევიზორში ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის, მართლმადიდებელი ქვეყნის სახელმწიფოს მეთაური და განაცხადა, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო არ ყოფილა ქართული სახელმწიფოს შემადგენლობაში და საერთოდ ქართველებს ჰქონდათ თუ არა დამოუკიდებლობა ესეც… რა თქმა უნდა, ეს არ არის სწორი. ღმერთმა აპატიოს მას, მაგრამ მე გეტყვით თქვენ – ეს მისი განცხადებები შედეგია ჩვენი ცოდვების. თქვენ უნდა იცოდეთ ბიბლია, რომ ყოველგვარი მეფის და სახელმწიფოს მეთაურის გული არის ღვთის ხელში, როგორც წყაროსთვალი, საითაც უნდა იქით მიუშვებს. რატომ ათქმევინა, რატომ იმ ადამიანს დაუშვა, რომ ეს ეთქვა, იმიტომ რომ შენ გარბიხარ, გინდა თუ არა პიდარასტების მხარეს უნდა ვიყოო, გინდა თუ არა ეროვნული ბოზები უნდა იყვნენ ჩვენ ქვეყანაში და გინდა თუ არა ეროვნული პიდარასტები უნდა იყვნენ ჩვენ ქვეყანაშიო და იმას, ვისთანაც შენ შეკრული ხარ იძახიან, რომ თქვენ უნდა მიიღოთ ეს ჰომოსექსუალიზმი, რომ ეს თითქოს არის მათი ფუნდამენტალური მოთხოვნა და საქართველო უნდა გახდეს გარყვნილების და ჰომოსექსუალიზმის…

„უფალი ამას არ დაუშვებს და უფალი გამოგაფხიზლებს. მათრახს დაგარტყამს. შენი შვილი კლდეზე გადასავარდნად რომ გარბოდეს, ერთხელ უთხრა, ორჯერ და მაინც თავისას აკეთებს, დაიჭერ იმას და ურტყამ ხომ, მათრახს დაარტყამ, რომ არ გადავარდეს კლდეზე. ასე არ არის? ამიტომ ჩვენი ხალხი და ხელისუფლება გინდა თუ არა პიდარასტების ბანაკში უნდა შევიდესო, არ გაუშვებს დედა ღვთისმშობელი, მათრახს დაგარტყამს და ისეთ ძალას მოიყვანს, რომელიც აღგიკვეთავს იგივე გზას, რომ გადაგარჩინოს“.

დედაღვთისმშობლის არის საქართველო და შენ ამ ჯოჯოხეთში არ გაგიშვებს – ნატოში და ევროპაში. უფალი ნახე რას ამბობს, იმის ნუკი გეშინია, ვინც შენს ხორცს კლავსო, იმის გეშინოდეს, ვინც შენ სულს კლავსო, ცოდვის გეშინოდესო. ანუ ტანკების, ოკუპაციის და ჯარის ნუ კი გეშინია, გეშინოდეს იმის, ვინც შენ სულიერად გკლავს – გაგრყვნის, გაგათახსირებს…

უფალი ასე ამბობს, შენ თუ ნებით აირჩევ გათახსირებას და ცოდვას, მაშინ მე მათრახს გადაგიჭერო და ეს მათრახი იქნება ჩრდილოეთის მათრახი.

ოკუპანტი… ოკუპანტი… ესეთი ამოკვიატება ქვეყნის, ისტერიული და ვაკხანალიური გინება რუსეთისკენ, ეს მიმართულია პირდაპირ მართლმადიდებლობის დანგრევისკენ და მის წინააღმდეგ…

Loading…

მსგავსი პოსტები

მიხეილ სააკაშვილი ეკონომიკურ პროგრამაზე მუშაობს-ეკა ხერხეულიძე

«ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ასეთ დესტრუქციულ ჯგუფებს აგრესიული მოქმედების შესაძლებლობა არ ჰქონდეთ» — ანრი ოხანაშვილი

Joni Kvaracxelia

«ჩემმა მეუღლლემ ნაბიჯი გადადგა და მისი ცივი ხელები ჰქონდა მოქცეული და ათბობდა»-ზაზა სარალიძე (ვიდეო)

დატოვე კომენტარი