Uncategorized

უნივერსალური კბილის სენსორი რომელიც კალორიებს ითვლის

ტაფტსის უნივერსიტეტის მეცნიერებმა კბილის სენსორი შექმნეს, რომელიც კალორიებს ითვლის. გამოგონება კალორიების დათვლის გარდა მიღებული პროდუქტის შემადგენლობასაც იკვლევს. კონკრეტულად მოწყობილობა აანალიზებს გლუკოზას, მარილის შემცველობას და ალკოჰოლის ოდენობას საკვებში. სენსორის ზომა დაახლოებით ორი მილიმეტრია. გამოგონება სამი ფენისგან შედგება. მოწყობილობის ქვედა ნაწილი მიკრონაწილაკებს ისრუტავს, ზედა ორი კი მასზე მიმაგრებულ მოწყობილობას ინფორმაციას გადასცემს. მეცნიერები ამბობენ, რომ კბილის სენსორი მომხმარებლებს კონკრეტული საკვებისა თუ დიეტის ეფექტურობის დადგენაში დაეხმარება.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

«აიისას» პრეზერვატივები ლევან მურუსიძის გამოსახულებით

Joni Kvaracxelia

საზარელი შემთხვევა 15 წლის მძღოლმა გოგონას მანქანა დაარტყა (VIDEO)

აშშ ლგბტ პირებისთვის ვიზებს გააუქმებს

დატოვე კომენტარი