covid-19

«უნდა ვემზადოთ, რომ უახლოესი კვირები ქვეყანაში დაავადების შემთხვევების ზრდის, მატების პერიოდი იქნება»-პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით  უახლოესი კვირები ქვეყანაში დაავადების შემთხვევების ზრდის პერიოდი იქნება.

«დღეს არის ერთი თვე, რაც ქვეყანაში პირველი შემთხვევა დადასტურდა. თუ ავიღებთ ჩვენნაირი ქვეყნების გამოცდილებას დაახლეობით ჩვენნაირი მოსახლეობით, რომ არ გატარებულიყო ყველა ის ღონისძიება, რაც თავის დროზე ქვეყანაში ეტაპობრივად ჩატარდა, წესით და რიგით ახლა შეიძლება ოთხჯერ მეტი ყოფილიყო შემთხვევები ქვეყანაში.

ამიტომ, მესმის, რომ ყველას აინტერესებს, რა მოხდება, მაგრამ როდესაც დაიწყება ქვეყანაში ფართო შიდა გავრცელება, შემდეგ ვიტყვით, როდის გავალთ პიკზე, ზუსტად დავასახელებთ ამ დროს. მანამდე უნდა ვემზადოთ, რომ უახლოესი კვირები ქვეყანაში დაავადების შემთხვევების ზრდის, მატების პერიოდი იქნება»- განაცხადა პაატა იმნაძემ.

Loading…

მსგავსი პოსტები

რთული ეპიდვითარება ისრაელში

ობიექტების ჩამონათვალი, რომლებიც მუშაობას განაგრძობენ

სამეგრელო კვლავ «მწვანე ზონა» გახდა

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი