განცხადებები

უნდა ვაგრძნობინოთ „ქართულ ოცნებას“, რომ არ შევეგუებით ხმების მოპარვას, ვიწყებთ წინააღმდეგობის მოძრაობას-ბადრი ჯაფარიძე

უნდა ვაგრძნობინოთ „ქართულ ოცნებას“, რომ არ შევეგუებით თქვენი ხმების მოპარვას, ვიწყებთ წინააღმდეგობის მოძრაობას, რომელიც დამთავრდება სამართლიანობის აღდგენით, ხმების დაბრუნებით და გამარჯვებით , — ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ბათუმში მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ჯაფარიძის თქმით, უდიდეს წარმატებას, რომელსაც კოალიცია ჰქვია, კიდევ უფრო დიდ წარმატებად აქცევენ და მხოლოდ ერთობით შეიძლება, როგორც ადმინისტრაციული რესურსის, ასევე კრიმინალების წინააღმდეგობის გადალახვა.

„ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ხანგრძლივი, დემოკრატიული წინააღმდეგობის ფრონტისთვის. ეს ფრონტი აერთიანებს ადამიანებს, რომლებსაც გვაქვს საერთო ღირებულებები და მიზნები, ამ უდიდეს წარმატებას, რომელსაც კოალიცია ჰქვია, კიდევ უფრო დიდ წარმატებად გადავაქცევთ. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ შეგვიძლია ერთობით გადავლახოთ ყველანაირი ადმინისტრაციული რესურსის, კრიმინალების წინააღმდეგობა, თქვენ ეს შეძელით და ახლა უნდა გავაფორმოთ. უნდა ვიყოთ მზად ხანგრძლივი, მაგრამ აუცილებლად წარმატების მომტანი წინააღმდეგობის ფრონტისთვის, ყველგან სადაც წაგვართვეს წარმატება. უნდა ვაგრძნობინოთ „ქართულ ოცნებას“, რომ არ შევეგუებით თქვენი ხმების მოპარვას, ვიწყებთ წინააღმდეგობის მოძრაობას, რომელიც დამთავრდება სამართლიანობის აღდგენით, ხმების დაბრუნებით და გამარჯვებით“, — აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.

Loading…

მსგავსი პოსტები

«ამ ნაძირლებს ამისი საშუალებას როგორ აძლევთ…»-მალხაზ მაჩალიკაშვილი

roma sajaia

«ჩვენ ვცხოვრობთ კიდე სერიალების, ჩანაწერების საბჭოთა პერიოდში»-სალომე ზურაბიშვილი ფარულ აუდიო ჩანაწერებზე

Joni Kvaracxelia

«ზაზა სარალიძე რუსთაველზე ნაციონალურ მოძრაობას ადგილს უნახავს»-ბიძინა ივანიშვილი

დატოვე კომენტარი