Uncategorized

გახსოვდეთ, როდესაც შემდეგში პუტინი დაიწყებს დახოცვას, სისხლი თქვენს ხელებზეც იქნება-უკრაინელი დეპუტატი ევროსაბჭოში (ვიდეო)

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს უკრაინელმა დეპუტატმა, ალექსეი გონჩარენკომ რუსეთისთვის ხმის მიცემის უფლების აღდგენა გააპროტესტა და ორგანიზაცია ღირებულებების გაყიდვაში დაადანაშაულა.

«ძვირფასო კოლეგებო, დღეს ვაჭრობის დღეა, დიდი ფასდაკლება. ყველა ჩვენი ღირებულებები გავყიდეთ 77 მილიონ ევროდ, დემოკრატია — 25-ად, ადამიანის უფლებები — 25 მილიონად. კანონის უზენაესობაც, ამდენივედ. ეს კარგი ფასია. შეგვიძლია სხვაგვარადაც ვიანგარიშოთ. ამ კვირაში ევროკავშირმა მილიონობით გული დაკარგა — უკრაინელების გულები, ესტონელების, ქართველების, ლიეტუველების, ლატვიელების, პოლონელების, ბრიტანელების. ერთი გული, დაახლოებით, 50 ცენტად. ეს კარგი ფასია.

მე მოვისმინე, რომ ჩვენ ამას ვაკეთებთ რუსეთის მოქალაქეებისთვის, რათა დავიცვათ ისინი. მე მაქვს თქვენთვის შემოთავაზება: მოდით, მოვიწვიოთ სირია ჩვენს ორგანიზაციაში, იმიტომ რომ თქვენი ლოგიკიდან გამომდინარე, უმჯობესია, რომ ბაშარ ასადი იყოს აქ, შიგნით და არა — ჩვენი ორგანიზაციის გარეთ.

მთელი ცხოვრება მიმაჩნდა, რომ ხალხისთვის, რომელსაც მართავს ტირანი, უკეთესია, იბრძოლონ ტირანის წინააღმდეგ და არ ისხდნენ მასთან ერთად.

რუსეთის წარმომადგენელმა, ბატონმა ტოლსტოიმ ყველას მოგვმართა: ჩვენ აქ გაშლილი ხელებით ვართ. ჩვენ კი ზუსტად ვიცით, რომ თქვენს გაშლილ ხელებში: გაზი “ნოვიჩოკია” მოსაწამლად, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი “ბუკი” იმისთვის, რომ ჩამოაგდოთ თვითმფრინავები, სისტემა “გრადი” გასანადგურებლად.

უნდა გახსოვდეთ, როდესაც შემდეგში პუტინი დაიწყებს დახოცვას, სისხლი თქვენს ხელებზეც იქნება.

უკრაინელი რეჟისორი ოლეგ სენცოვი, რომელიც იმყოფება რუსეთის ციხეში არაფრის გამო, უკვე ხუთ წელზე მეტია, ამბობდა: “თუ ჩემი ბედია, ვიყო ლურსმანი ტირანის კუბოს სახურავზე, თანახმა ვარ ასეთი ბედის.” თუ უკრაინის ბედია, იყოს მარტო ტირაანის წინააღმდეგ ბრძოლაში, ამ ბოროტებასთან ბრძოლაში, რომელიც, უბრალოდ ჩვენთან მოვიდა, — კარგი, დაე, იყოს ასე. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ! ჩვენ არასდროს დავნებდებით და გვჯერა, რომ გავიმარჯვებთ! და ვიცი, რომ ეს, ასეც იქნება!” — განაცხადა გონჩანერკომ.

ghn.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

23 მარტს ისტორიაში …

«ბიძინას მარტო ფეხებში აქვს იმდენი ჭკუა, რამდენიც ჩვენს ოპოზიციონერებს – თავში»-გივი სიხარულიძე

roma sajaia

დატოვე კომენტარი