განცხადებები

«უნდათ, რომ ეს ყველაფერი სისტემურად ბიძინას შეასაღონ, რაც გამორიცხულია”-ქანთარია ფარულ ჩანაწერებზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია, «რუსთავი 2»-ის მიერ გავრცელებულ ფარულ აუდიო ჩანაწერებს ეხმაურება:

„ეს ყველაფერი ჰარი-ჰარალოზე ვრცელდება, ცუდია და ადგილი აქვს საზოგადოების მოწამვლის მცდელობას. ალბათ, საუბარი იყო, მაგრამ პენიტენციალური სისტემიდან ჩანაწერის გამოტანა როგორ მოხდა და რამდენად სერიოზულია პატიმრის მონაყოლი, ეს შემდგომი თემაა და პროკურატურამ უნდა იმუშაოს. ამ საკითხით პროკურატურა უნდა დაინტერესდეს და გაერკვეს, მაგრამ რომ გითხრათ, ცხენოსანთა პოლკი მყავს და ვერავინ მომეკარება-თქო, ეს ამბავი რამდენად სარწმუნო იქნება? საუბრობენ იმაზე, რომ ხელისუფლება რაღაც ბანდებით მოქმედებს და დანაყოფებით მუშაობს, უნდათ, ეს შეგვასაღონ. თურმე, ექვსი წლის მანძილზე ეს ვერავინ გაიგო და არ გამოჩნდა, ამისგან შორს ვარ.

არ ვიტყვი იმას, რომ ვინმე „ქართულ ოცნებაში“ შემომძვრალია, რომელსაც მადა გაეხსნა, კორუფციაში წილი არ აქვს ან ხელი არ აქვს ჩაყოფილი, ან კანონგარეშე ქმედებების სურვილი არ აქვს. დარწმუნებული ვარ, ასეთი შემომძვრალი პენიტენციალურ სისტემაში პირდაპირ გაძვრება. ჩვენი პრობლემაა, რომ სტრუქტურებში ის ხალხი ზის, რომლებიც როგორც ჩანს, თავის თანამდებობრივ მდგომარეობას იყენებენ არა სასურველად ქვეყნისთვის, არამედ პირადი ინტერესებისთვის და ამისთვის შემოსავლის სახით რას იღებენ, ეს ცალკე ამბავია.

ჩვენს მიერ ყველაფერი გაირკვევა და ამ საქმის დავიწყება არ მოხდება. წინა საარჩევნოდ ბოლო გაბრძოლებებია და მაყურებელი პორციების აღქმას ვერ ასწრებს. ეს ყველაფერი ავტორებს უკან დაუბრუნდებათ. როგორც ჩანს, ასეთმა ხალხმა გარკვეულ სტრუქტურებში თავი მოიყარა და უნდა გაიწმინდოს. შორს ვარ აზრისგან, რომ „ქართულ ოცნებაში“ სულ ანგელოზებმა მოიყარეს თავი და ვინც კი ასეთი ვნებებით შეპყრობილია, ყველა გამოსააშკარავებელია. უნდათ, რომ ეს ყველაფერი სისტემურად ბიძინას შეასაღონ, რაც გამორიცხულია”, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

«თბილისი პრაიდი» ხვალ სოლიდარობის აქციას გამართავს (ვიდეო)

roma sajaia

«ალბათ დღეს უბედნიერესია ბიძინა, ახლა ჩვენი კითხვები რომ არ ესმის»-თამარ ბაღაშვილი

«ეს არის საკითხი, რომელიც არ განიხილება…»-ღარიბაშვილი ვადამდელ არჩევნებზე

roma sajaia

დატოვე კომენტარი