განცხადებები

“უმჯობესია, ბიძინა ივანიშვილი 5 მაისამდე სართოდ არ გამოჩნდეს საზოგადოების წინაშე და განცხადებები არ გააკეთოს»-ცაგარელი

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი, “2020news”-სთან საუბარში  ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და  ურჩევს,  რომ ხუთ მაისამდე საჯარო განცხადება არ გააკეთოს.

“უმჯობესია, ბიძინა ივანიშვილი 5 მაისამდე სართოდ არ გამოჩნდეს საზოგადოების წინაშე და განცხადებები არ გააკეთოს. არავითარი კომფრონტაცია მას ახლა არ სჭირდება. 5 მაისამდე მას აქვს ძალიან რთული პერიოდი და ჯობია, იქამდე მშვიდად და წყნარად მივიდეს“, – ცაგარელი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის განსაკუთრებით კარგი იქნება 2021 წელი, მაგრამ იქამდე გასავლელი პერიოდი რთული ექნება.

“18 თებერვალს ივანიშვილი 63 წლის გახდა, ეს ასაკი კი ყველა ადამიანისთვის კარმულია. ამ წელს ადამიანის ცხოვრებაში შავი და თეთრი მთვარეები ერთდებიან. აქამდე ყოველ შვიდ წელიწადში ერთხელ მფარველი ანგელოზი, თეთრი მთვარე, გადის ადამიანის ზოდიაქოს ნიშანს, ყოველ ცხრა წელიწადში ერთხელ კი – შავი მთვარე. მათი შეერთება არ ხდება 63 წლამდე. ამ ასაკში შავი და თეთრი მთვარე ერთსა და იმავე ნიშანში ხვდებიან. ისინი დიდ ზეგავლენას ახდენენ ადამიანზე და ეს არის ბოლო არჩევანი, ანუ არჩევანი დგება ასეთი – რომელ ძალებს ემსახურება ადამიანი – დადებითს თუ ნეგატიურს, შავს თუ თეთრს. ამიტომ ადამიანისთვის 63 წელი ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ამ წელს მას არ ექნება ჯანმრთელობის პრობლემები და ბევრი დაბრკოლება, ე.ი. ის მიდის თეთრი გზით. თუ შეექმნა დიდი პრობლემები, ე.ი. რადიკალურად შესაცვლელია ცხოვრებაში ყველაფერი, ეს სიგნალია კოსმოსიდან. ეს ეხება ყველა ადამიანის ცხოვრებაში. ეს ცხოვრების საერთო პრინციპია“

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

«ეს არის ღია ალიანსი «ნაციონალურ მოძრაობასა» და სალომე ზურაბიშვილს შორის»-კობახიძე

roma sajaia

ილია მეორის წერილი გიორგი გახარიას-წერილს საპატრიარქო აქვეყნებს

Joni Kvaracxelia

„შეთანხმება შედგა, ჩვენი წარმომადგენლები შევლენ სოფელ ხურვალეთში»-ქაცარავა

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი