განცხადებები

უკრაინის შს მინისტრის ინფორმაციით, ქვეყნის ტერიტორიის სრულ განაღმვას 5-დან 10 წლამდე დასჭირდება

უკრაინის ტერიტორიის სრულ განაღმვას 5-დან 10 წლამდე დასჭირდება. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა დენის მონასტირსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ახლა რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეჭრის შედეგად აუფეთქებელი ჭურვებით დანაღმული და დაბინძურებულია უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 300 ათასი კვადრატული კილომეტრი — რაც ქვეყნის ტერიტორიის ნახევარს შეადგენს. მინისტრის განმარტებით, ომის დაწყების შემდეგ სპეციალისტებმა უკვე თითქმის 130 ათასი საბრძოლო მასალა გააუვნებელყვეს, მათ შორის თითქმის 2000 ავიაბომბი. ახლა გასუფთავებული ტერიტორიის ფართობი თითქმის 30 ათას კვადრატული კილომეტრს შეადგენს.

Loading…

მსგავსი პოსტები

„ჩვენ ვენეციის კომისიას ვთხოვეთ, ამ კვირაში საკუთარი დასკვნის წარმოდგენა…, ხვალისთვის ველოდებით დასკვნას კანონპროექტთან დაკავშირებით»

«სააკაშვილმა დაბომბა ქართველი მოსახლეობა»-ბიძინა ივანიშვილი

Joni Kvaracxelia

“ზურაბიშვილი გვეყოლება „გასაკოჭი“, ის არის ჩვენი საერთო სირცხვილი»

დატოვე კომენტარი