განცხადებებიმსოფლიოშიპოლიტიკა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ოკუპაციას ეხმაურება

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთ-საქართველოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უკრაინის საგარეოს საქმეთა სამინისტრო მტკიცედ გმობს რუსეთის ფედერაციის აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც 2008 წლის 7 აგვისტოს დაიწყო, გმობს საქართველოს სუვერენული ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის არალეგალურ ოკუპაციას, ისევე როგორც რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ქმედებებს, რომლებიც მიმართულია ფაქტობრივი ანექსიისკენ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმდინარე „ბორდერიზაცია“, საოკუპაციო ხაზზე საქართველოს მოქალაქეების სისტემური დაკავება და გატაცება, მათი ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვა, უკიდურესად რთული ჰუმანტარული და უსაფრთხოების ვითარება არის რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის 12-წლიანი ოკუპაციის ძირითადი „მიღწევები“, – ნათქვამია განცხადებაში.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

«არავის შეუძლია ჩემზე ზეწოლა მოახდინოს..თვითონ მივიღე გადაწყვეტილება»-რაულ ხაჯიმბა.

ნორვეგიის ელჩი საქართველოს აგროტურიზმის განვითარებაზე

ბრიტანეთი გაეროს უშიშროების საბჭოს იწვევს რუსეთის დასჯის მიზნით

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი