covid-19მსოფლიოში

უკრაინაში კორონავირუსის მეორე ტალღა დაიწყო-ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის მეორე ტალღა დაიწყო.

„ახლა მთელ მსოფლიოში, და არც უკრაინა წარმოადგენს გამონაკლისს, სიტუაცია უარესდება და იზრდება ინფიცირებულთა რიცხვი. ამიტომ ჩვენ ჯერ ვერ ვხსნით საზღვრებს უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის. ასეთი გადაწყვეტილება გვქონდა მიღებული პირველი ტალღის დაწყების დროსაც და მაშინ ამან გაამართლა. მაშინ ყოველდღიურად 100-300 ინფიცირებული გვყავდა, ახლა კი 3000-ზე მეტი გვყავს. სამწუხაროდ, ეს პანდემიის მეორე ტალღაა. არ შეგვიძლია, საფრთხის ქვეშ ჩავაყენოთ ჩვენი და სხვა ქვეყნების მოქალაქეები, ამიტომ უკრაინის საზღვრები მხოლოდ სიტუაციის გაუმჯობესების შემდეგ გაიხსნება“, — განაცხადა ზელენსკიმ სლოვაკეთის პრეზიდენტთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

აშშ-მა 24 რუს დიპლომატს ქვეყნის დასატოვებლად 3 სექტემბრამდე მისცა ვადა

რუსეთი მარცხდება და მან ეს იცის — დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი

ცხოვრების ჩვეულ რიტმს წესების მკაცრი დაცვა და ვაქცინაცია დააბრუნებს-ენტონი ფაუჩი

დატოვე კომენტარი