განცხადებებიპოლიტიკა

«უკრაინაში, კარგს ვჭამთ, კარგს ვსვამთ , მაგრამ გული გახეთქვაზე მაქვს…სამშობლოს ვკარგავ რეალურად»

„მივმართავ ყველას, სახელწიფო პალატის წარმომადგენლებს, სამართალდამცავი სტრუქტურის წარმომადგენლებს, საქართველოს ყველა მოქალაქეს, ყველას მივმართავ, რეალურად ახლა აქ წყდება საკითხი, ერთი პოლიტიკური პარტია, მეორე, მესამე, წყალსაც წაუღია ყველა პარტია, წყალსაც წაუღია ყველა, ვინც რიგში დგას და იძახის შემდეგი მე ვარო. არ მაინტერესებს ეს, საქართველო აღარ იქნება. გეგმაზომიერად მივყვეთ. ეს არის ის, რაც მინდა ჩვენ ყველას გვესმოდეს, სად ვართ. აქ კარგად ვართ უკრაინაში, კარგს ვჭამთ, კარგს ვსვამთ და კარგად შეიძლება მოვილხინოთ და ყველაფერი, მაგრამ მართლა გული გახეთქვაზე მაქვს. გუშინაც მეკითხებოდნენ, რატომ ხარ მოწყენილიო, იმიტომ, რომ სამშობლოს ვკარგავ რეალურად.

საქართველოს აქვს წარმოუდგენელი პოტენციალი. თქვენ რომ გიყურებთ, ზუსტად ვიცი, რომ იქნება უმაგრესი ქვეყანა, ზუსტად ვიცი, რომ იქნება ისევ ყველაზე წარმატებული ქვეყანა მსოფლიოში, არ უნდა წამოვეგოთ არც ერთ ამ პროვოკაციას. უნდა ვიყოთ მშვიდები, რუსებს საბაბი არ უნდა მივცეთ არც სამხედრო ჩარევის და არც სუვერენიტეტის გაუქმების, ასეთი ფორმით, რასაც ისინი აკეთებენ. რუსებმა რაც ვერ შეძლეს 2008 წელს აკეთებენ 2019 წელს» — განაცხადა  საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში ქართველ ახალგაზრდებთან შეხვედრისას.

Loading…

მსგავსი პოსტები

«სამოქალაქო საზოგადოების მრავალფეროვნება წარმოადგენს თანამედროვე ქართული დემოკრატიის მნიშვნელოვან ნაწილს»-ჯასთინ მაქენზი

რადიკალური ზომებია მისაღები, რომ ქალბატონ მაიასავით აღარავინ იყოს გატაცებული-გრიგოლ ვაშაძე

რამდენს დახარჯავს საქართველო კორონავირუსის პრევენციისთვის

დატოვე კომენტარი