ომი უკრაინაში

უკრაინაში დაღუპული მიხეილ ყაფლანიშვილი საქართველოში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული მიხეილ ყაფლანიშვილი საქართველოში ჩამოასვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ქართველი მებრძოლის ცხედარს მისი ოჯახის წევრები, მეგობრები, პოლიტიკოსები და თანამებრძოლები დახვდნენ.
მიხეილ ყაფლანიშვილი ლუგანსკში, სადაზვერვო ოპერაციის დროს ოკუპანტების სარაკეტო იერიშმა იმსხვერპლა. მას ჭურვის ნამსხვრევები მოხვდა და ადგილზე დაიღუპა. მისი ცხედარი ხარკოვის ოლქიდან კიევში წმინდა ვოლოდიმირის სახელობის ტაძარში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის პანაშვიდი ქაშვეთის ეკლესიაში გაიმართება. შაბათს კი მას დამპალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.

Loading…

მსგავსი პოსტები

დახმარების პირველი პარტია ავსტრალიიდან უკრაინაში

Joni Kvaracxelia

რუსი დამპყრობლები ცდილობენ შეაღწიონ საკომპრესორო სადგურების ტერიტორიაზე

ყაზახმა მოკრივემ, თემირლან რაკუმოვმა პუტინს მკვლელი უწოდა

დატოვე კომენტარი