სხვადასხვა

უკიდურესი დაძაბულობა კინოთეატრ «ამირანთან» LIVE:(ვიდეო)

თბილისში ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს, კონოთეატრებთან შეგროვილი აქციის მონაწილეები  ფილმის «და ჩვენ ვიცეკვეთ» ჩვენებას აპროტესტებენ.

ფილარმონიასთან, კინოთეატრ «ამირანთან“ მიმდინარე აქციაზე სასულიერო პირები მივიდნენ.

«ეს არის ჩვენი გულისტკივილი და შეურაცხყოფა. ეს არის ძალადობის კლასიკური ნიმუში. შვედებმა და ფრანგებმა თავისი ფულით გადაიღეს ფილმი ქართველებზე, ვიღაცა გაჭირვებულ, შიმშილით რომ კვდებოდნენ მსახიობებს ფული მისცეს და იმათ ყველაფერზე ხელი მოაწერეს და ფილმი გადაიღეს ქართველებზე, სადაც ჩოხოსანი ქართველები არიან შეურაცხყოფილები. თავის ვიკინგებზე გადაიღონ მამათმავლური ფილმები და აჩვენონ ვიკინგების სცენები მამათმავლობის, ფრანგებმა კი თავის პომპონჩიკიან მეფეებზე, ელასტიკებით რომ დადიოდნენ შუა საუკუნეებში»-განაცხადა ერთ-ერთმა სასულიერო პირმა.

აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა სანდრო ბრეგაძენ განაცხადა, რომ  ფილმი რომ დასრულდება, ყველა მშვიდობიანად წავა სახლში.

«ჩვენს მეგობრებს ვთხოვ, რომ ჟურნალისტებს არავითარ შემთხვევაში თავის საქმიანობაში ხელი არ შეუშალოს არავინ და შეურაცხყოფა არ მიაყენოს. ეს არის რბილად ვამბობ, არაკორექტული. ეს გავითვალისწინოთ ყველამ. მე ახლა ამ წუთში ერთ-ერთი მამათმავალი დამესხა თავს, პირდაპირი მნიშვნელობით, მაგრამ პასუხი არ გავეცი. იმიტომ კი არა, რომ ვერ გავცემდი პასუხს, არ გავეცი, რომ აქ რაიმე არ მომხდარიყო,“ -განაცხადა სანდრო ბრეგაძე.

 

Loading…

მსგავსი პოსტები

ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ შავშებთან. დაღუპულია ორი ადამიანი

შატილის გზაზე მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა

ჭავჭავაძის გამზირზე მიწისქვეშ მოყოლილი მეორე მამაკაციც გარდაცვლილი იპოვეს

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი