covid-19

«უკიდურესად საგანგაშო ფაქტია…»-გახარია კორონავირუსით ინფიცირების ახალ შემთხვევებზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით ოთხი ინფიცირების შემთხვევიდან, რომლის წყაროც ჯერ ვერ დგინდება, სამი თბილისშია.

«ოთხი ინფიცირების შემთხვევიდან, რომლის წყაროსაც ჯერ ვერ ვადგენთ, სამი გახლავთ თბილისში.

ეს ფაქტობრივად არის ოთხი ახალი კლასტერი, რომელზეც წარმოდგენა არ გვაქვს საიდან და როგორ მოხდა დაინფიცირება. უკიდურესად საგანგაშო ფაქტია, რომ წარმომავლობა ცნობილი არ არის.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გავხსენით ეკონომიკა და შეგვიძლია გავაგრძელოთ ყოველდღიური საქმიანობა, არ უნდა დაგვავიწყდეს და არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ ვირუსი დამარცხებულია.

მინდა თითოეულ უწყებას და მოქალაქეს მოვუწოდო უკიდურესი გონიერებისკენ და სიფრთხილისკენ!»-განაცხადა გიორგი გახარიამ.

Loading…

მსგავსი პოსტები

კოვიდსტატისტიკა ესპანეთში

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 5 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში ინფიცირებულთა რიცხვი რვით გაიზარდა

დატოვე კომენტარი