covid-19

უკვე ცნობილია ის ჯგუფები, რომლებსაც აგრესიული ტესტირება ჩაუტარდებათ

ჯანდაცვის სამინისტრომ სხვადასხვა ჯგუფისთვის COVID-19-ის ტესტირების ახალი ალგორითმები დაამტკიცა. უკვე ცნობილია ის ჯგუფები, რომლებსაც აგრესიული ტესტირება ჩაუტარდებათ.

ეს ჯგუფებია: პენიტენციურ დაწესებულებებში, ხანდაზმულთა სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში, სტაციონარულ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მყოფი პირები, თავდაცვის ძალები და საეკლესიო პირები, მათ შორის მონასტრებში მყოფი ადამიანები. დოკუმენტის თანახმად, უსიმპტომო პირებს უტარდება სკრინინგი ანტისხეულებზე სწრაფი ტესტით,პარალელურად შესაძლებელია ანტიგენის სწრაფი ტესტის ჩატარებაც. თუ ორგანიზებულ ჯგუფებთან მყოფ პირებს დაუდგინდება ინფექცია, ისინი განიხილებიან, როგორც სავარაუდო კონტაქტები და მიეცემათ თვითიზოლაციის ინსტრუქტაჟი.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

ეპიდსიტუაცია საქართველოში

«მივიღეთ გადაწყვეტილება…»-გიორგი გახარიას საგანგებო განცხადება (ვიდეო)

«მოდერნას» ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ 25-დან 37 აშშ დოლარამდე ეღირება

დატოვე კომენტარი