მსოფლიოში

ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარ კენჭისყრაში მიიღო მონაწილეობა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარ კენჭისყრაში მიიღო მონაწილეობა. „მე ხმა მივეცი კაცს, რომლის გვარია ტრამპი,“ თქვა მან ფლორიდაში, უესტ-პალმ-ბიჩის საარჩევნო უბანში, რომელიც მისი კერძო კლუბის, მარ-ა-ლაგოს მახლობლად მდებარეობს. ადრე ტრამპი თავის მშობლიურ ნიუ-იორკში აძლევდა ხოლმე ხმას, მაგრამ შარშან მან საცხოვრებელი გამოიცვალა და ფლორიდაში გადავიდა. კენჭისყრის დროს ტრამპს პირბადე ეკეთა, მაგრამ მოგვიანებით მოიხსნა ის, როცა შენობაში ჟურნალისტებს მიუახლოვდა.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

ვარშავაში პოლიციამ კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების საწინააღმდეგო აქციაზე 278 ადამიანი დააკავა

ეპიდსიტუაცია გერმანიაში

თურქეთში კორონავირუსით ბოლო ერთ დღეში 92 ადამიანი დაიღუპა

დატოვე კომენტარი