მსოფლიოში

ტრამპის შემდეგი ადმინისტრაციისთვის ხელისუფლების შეუფერხებელი გადაცემა მოხდება — პომპეო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ აშშ-ში ტრამპის შემდეგი ადმინისტრაციისთვის ხელისუფლების შეუფერხებელი გადაცემა მოხდება.

ჟურნალისტის კითხვას, არის თუ არა მზად აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ჯო ბაიდენის გუნდთან ითანამშრომლოს ხელისუფლების გადაცემის პროცესში, მაიკ პომპეომ უპასუხა:

„ტრამპის შემდეგი ადმინისტრაციისთვის ხელისუფლების შეუფერხებელი გადაცემა მოხდება. ჩვენ მზად ვართ. მსოფლიო აკვირდება იმას, თუ რა ხდება. ყველა ხმა უნდა დავითვალოთ. როდესაც პროცესი დასრულდება, შეარჩევენ ამრჩევთა კოლეგიის წევრებს. ეს პროცესი კონსტიტუციაშია გაწერილი“, — განაცხადა მაიკ პომპეომ.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

ევროკავშირის საზღვრები შეიძლება კვლავ დაკეტონ

«აბსოლუტურად დამღუპველი» — ნავალნის მრჩეველი მისი სამედიცინო გამოკვლევის შედეგების საფუძველზე

Joni Kvaracxelia

კორონავირუსი მსოფლიოში

დატოვე კომენტარი