მსოფლიოში

ტრამპის განცხადებით „რემდესივირმა“ კორონავირუსის წინააღმდეგ შესანიშნავი შედეგები აჩვენა

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, მალარიისა და ართრიტის წინააღმდეგ მედიკამენტმა, „ჰიდროქსილქლოროკინმა“ კორონავირუსის წინააღმდეგ შესანიშნავი შედეგები აჩვენა.

მისი თქმით, „ჰიდროქსილქლოროკინი“ დაუყოვნებლივ იქნება ხელმისაწვდომი კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტებისთვის ექიმის დანიშნულებით. დონალდ ტრამპის განმარტებით, აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ზედამხედველობის სამსახურმა ამ მედიკამენტის გამოყენების ნებართვა გასცა.

ამასთან, მისივე თქმით, პრეპარატი თავდაპირველად გამოიყენება დამხმარე დანიშნულებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ექიმებს შეუძლიათ მოითხოვონ ამ ექსპერიმენტული პრეპარატის გამოყენება პაციენტებზე, ხოლო შემდეგ სურსათისა და მედიკამენტების ზედამხედველობის სამსახური შეძლებს შეაგროვოს მონაცემები მისი უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ კიდევ ერთმა პრეპარატმა, „რემდესივირმა“ ძალიან კარგი შედეგები აჩვენა კორონავირუსის წინააღმდეგ. დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ზედამხედველობის სამსახური უახლოეს დროში დაამტკიცებს აღნიშნულ პრეპარატს.

იმედინიუსი

Loading…

მსგავსი პოსტები

ცხოვრებაში მუდმივი არაფერია — 68 წლის არნოლდ შვარცნეგერს ქუჩაში სძინავს

პენტაგონიდან, აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის სპიკერმა, ჯონ კირბიმ ახალი განცხადებები გააჟღერა

აშშ-ის კაპიტოლიუმში შეჭრის გამოძიების ფარგლებში სისხლის სამართლის 160-ზე მეტი საქმე აღიძრა

დატოვე კომენტარი