სხვადასხვა

ტაქსში მოწევა აიკრძალა

ტაქსიში, საბაგირო ტრანსპორტსა და ნებისმიერ სანაოსნო საშუალებაში თამბაქოს მოწევა აიკრძალა. თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში ცვლილება პარლამენტმა 80 ხმით ერთის წინააღმდეგ დაამტკიცა.

ცვლილებების თანახმად, თამბაქოს მოწევა ასევე აკრძალული იქნება საკუთრებაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაში (ავტომობილში), რომლითაც ხდება არასრულწლოვანის გადაყვანა.

თავდაპირველად შემოთავაზებული ცვლილებების მიხედვით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ჩამონათვალს, სადაც თამბაქოს მოწევა აკრძალულია, ემატებოდა ტაქსი და სანაოსნო საშუალებები, მეორე მოსმენით განხილვის წინ კი ამ ჩამონათვალს საბაგირო ტრანსპორტიც დაემატა.

შესაბამისი სანქციები წესდება ასევე ინტერნეტსივრცეში თამბაქოსთან დაკავშირებით ნებისმიერი სახის რეკლამაზე.

კომიტეტმა კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განსახილველად გატანას ერთხმად დაუჭირა მხარი.

კანონპროექტების ინიციატორები პარლამენტის წევრები დიმიტრი ხუნდაძე და ვლადიმერ კახაძე არიან.

Loading…

მსგავსი პოსტები

ძლიერი ქარი და წვიმა… საქართველოში ამინდი გაუარესდება

საქართველოში რამოდენიმე წუთის წინ მიწისძვრა დაფიქსირდა

Joni Kvaracxelia

იაპონიაში სტიქიას 100-მდე ადამიანი ემსხვერპლა

დატოვე კომენტარი