განცხადებები

«ტალკის საბადოების მისაკუთრებას ოსი სეპარატისტები რუსეთის მითითებითა და ხელშეწყობით გეგმავენ»-დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის «ძალა ერთობაშიას» ლიდერი ფეისბუქის გვერდზე  ტალკის საბადოებზე წერს, რომლის მისაკუთრებას ოსი სეპარატისტები რუსეთის მითითებითა და ხელშეწყობით გეგმავენ:

«ხაშურის რაიონი სოფ ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორია და მასზე მდებარე ტალკის საბადოები. ეს ის საბადოებია, რომლების „დაბრუნებას“ გეგმავენ ოსი სეპარატისტები რაღა თქმა უნდა რუსეთის მითითებით და ხელშეწყობით.
წყვეტილი ხაზი აღნიშნავს საოკუპაციო ხაზს, რომელთანაც მდებარეობს ტალკის გადამამუშავებელი ქარხანა. ჯერჯერობით ქარხანასთან მისვლა ვერ მოვახერხეთ, თუმცა უახლოეს დღეებში აუცილებლად ჩავალთ და ჩავატარებთ სიტუაციის მონიტორინგს.
ადგილობრივი მოსახლეობა გვიყვება, უკვე რამდენიმე თვეა ერიდებიან ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე საქონლის გაყვანას, სახიფათოა…ერთმა კი პირდაპირ მითხრა, უკან ვერ დაბრუნდებიო,ცხინვალში ამოყოფ თავსო….
ხელისუფლების პოზიცია კი შემდეგია — პროვოკაციას არ უნდა ავყვეთ, იგნორირება უნდა გავაკეთოთ და პრობლემაც არ იქნება..
ადგილობრივი გამგებელი კი დადის და მოსახლეობას მოუწოდებს ჩვენთან ყოველგვარი ურთიერთობა გაწყვიტონ.
ყველა ზემოთხსენებული ფაქტორის გათვალისწინებით ვთვლი რომ ეს ქარხანა და მასთან მდებარე პირველი კარიერი უკვე არ ექვემდებარება ჩვენ კონტროლს.
პრობლემის იგნორირება ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას არ შეაჩერებს. ვინაიდან სახელისუფლებო პოზიცია ამ მოცემულობის იგნორირებაა, მოვუწოდებ საქართველოს მოქალაქეებს გაერთიანებისკენ, მხოლოდ ჩვენმა აქტიურობამ შეიძლება გამოაფხიზლოს ხელისუფლება და აიძულოს იმოქმედოს!
თუ ჩვენ არ დავიცავთ დღეს ჩვენ მიწა-წყალს, ხვალ ათასობით ჰექტარს წაგვართმევს რუსი!!!!
ჩვენ 24 საათიან რეჟიმში ვიმყოფებით სოფ კოდასა და აბანოში!
ჩვენ მზად ვართ გადავეღობოთ რუსების საოკუპაციო მოქმედებებს, მაგრამ სრულიად საქართველო უნდა იყოს მზად ჩამოვიდეს აქ და ნებისმიერ იმ მონაკვეთზე, რომლის წართმევას გეგმავენ რუსები!!!
საქართველო მხოლოდ თბილისი არ არის!!!!!
ჩვენ არ გვაქვს უფლება დავთმოთ თუნდაც ერთი გოჯი მიწა!!!!
#ბრძოლასყოველთვისაქვსაზრი!!!!
#ძალაერთობაშია!!!!»-წერს დავით ქაცარავა.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

სალომე ზურაბიშვილი ვალების ჩამოწერაზე (ვიდეო)

კარლ ჰარცელი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესებზე განცხადებას ავრცელებს

რა გზავნილი გაუგზავნა ივანიშვილმა ზაზა ოქუაშვილს? (ვიდეო)

დატოვე კომენტარი