კრიმინალი

სოფ. ერგეტაში 20 წლის მოზარდმა საკუთარი ბიძა სანადირო თოფით მოკლა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეტაში დღეს დილით მკვლელობა, სავარაუდოდ, კონფლიქტის ნიადაგზე მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია მოკლულის ძმისშვილი, 1998 წელს დაბადებული ლ.ა.

შს სამინიტროს ცნობით, ბრალდებულმა ზუგდიდის რაიონის სოფელ ერგეტაში, ურთიერთშელაპარაკებისას, სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა ბიძა -1965 წელს დაბადებული გ.ა., რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი -სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

წყარო:radioatinati.ge

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

შსს-მ მიმდინარე წელს 25 კილოგრამი ჰეროინი ამოიღო და 143 ნარკორეალიზატორი დააკავა შსს-მ მიმდინარე წელს 25 კილოგრამი ჰეროინი ამოიღო და 143 ნარკორეალიზატორი დააკავა (ვიდეო)

Joni Kvaracxelia

ლოტკინის ქუჩაზე მომხდარი განსაკუთრებული სისასტიკით მოკლულ ძაღლის ლეკვზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

თბილისში, მამა 14 წლის შვილს ჯაჭვით აბამდა და სცემდა (ვიდეო)

დატოვე კომენტარი