covid-19

სოფელ მუშევანში საკარაბტინო შეზღუდვები იხსნება

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები ორშაბათიდან, 6 ივლისიდან მოიხსნება, — აღნიშნული გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ, ადგილზე არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზის საფუძველზე, დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

ამასთან, საბჭოს გადაწყვეტილებით, 6 ივლისიდან დასაშვები ხდება ტრენინგებისა და კონფერენციების ჩატარება დახურულ სივრცეშიც, ასევე ორშაბათიდან გაიხსნება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებიც, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის შემოწმების შედეგად, დადგენილ სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებენ.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

ირანში „კოვიდ-19“-ით ბოლო 24 საათის განმავლობაში 93 ადამიანი გარდაიცვალა

კოვიდ-19 ის გამო ტყიბულში შახტების მუშაობა შეჩერდა

კორონავირუსით დაავადებული ბრალდებული

დატოვე კომენტარი