კრიმინალი

სოსო გოგაშვილის შვილის ინფორმაციით, დიპლომატიურ კორპუსს აქვს ყველა ის მასალა, რის გასაჯაროებასაც გოგაშვილი აპირებდა

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის შვილის, ნიკოლოზ გოგაშვილის ინფორმაციით, დიპლომატიურ კორპუსს აქვს ყველა ის მასალა, რის გასაჯაროებასაც სოსო გოგაშვილი აპირებდა.

„დიპლომატიურ კორპუსს ყველაფერი აქვს, რასაც სოსო აანონსებდა, ევროკავშირისაც და ამერიკისას“,- აღნიშნავს ნიკოლოზ გოგაშვილი.

მან სოსო გოგაშვილის დაკავებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ «რამდენიმე სამართალდამცავმა ნერვები ვერ მოთოკა».

„ყველა არ იყო აგრესიით გამორჩეული, ბევრი ვაჟკაცი ბიჭია, რამდენიმე იყო ვინც ნერვები და თავი ვერ მოთოკა. როდესაც სახლში სპეცოპერაციით შედიხარ, მნიშვნელობა არ აქვს რა დავალება გაქვს, ელემენტარული უნდა იცოდე, რომ ღირსებაა მთავარი, როდესაც ხედავ, რომ ოჯახი ნერვიულობს აღარ უნდა დაუმატო შენი ყვირილი და მუქარები“,- აღნიშნავს ნიკოლოზ გოგაშვილი.

Loading…

მსგავსი პოსტები

ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა საქალაქო სასამართლოში დღეს განახლდება

ხვალ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი და ადვოკატი განცხადებას გაავრცელებენ პროკურატურასთან

30 წლის ქალმა 3 მცირეწლოვანი შვილი მოკლა, რომელთა ასაკი 4 წლამდე იყო

დატოვე კომენტარი