მსოფლიოში

სომხეთმა ისრაელიდან ელჩი გამოიწვია

ოფიციალურმა ერევანმა ისრაელიდან ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია. ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ანა ნაგდალიანმა განაცხადა.

„ჩვენთვის მიუღებელია ისრაელის მიერ აზერბაიჯანის ულტრათანამედროვე იარაღით მომარაგება, განსაკუთრებით ახლა, როდესაც აზერბაიჯანი თურქეთის მხარდაჭერით სომხეთის წინააღმდეგ ღია აგრესიას ახორციელებს. აქედან გამომდინარე, საგარეო საქმეთა სამინისტრომ ისრაელიდან საკონსულტაციოდ ელჩის გამოწვევის გადაწყვეტილება მიიღო,“-განმარტა ნაგდალიანმა.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

ბელარუსის მილიამ მინსკში სტუნდენტების აქცია დაშალა. არიან დაკავებულებიც

საქართველოს ნაკრების მეტოქეები მუნდიალზე გაირკვა

ორ ოლიმპიადაზე რუსეთს საკუთარი სახელის, დროშისა და ჰიმნის გამოყენება აეკრძალა

დატოვე კომენტარი