მსოფლიოში

სომხეთმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანზე სარაკეტო იერიში მიიტანა — ჰიკმეტ ხაჯიევი

“აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის პრესსამსახურის თანახმად, 2020 წლის 6 ოქტომბერს, 21:00 საათზე სომხეთის სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ იერიში მიიტანა რეგიონში ყველაზე დიდ სტრატეგიულ პროექტზე. მიუხედავად იმისა, რომ სომხეთის მხარემ რაკეტები ესროლა მილსადენის ნაწილს, რომელიც ევლახის რეგიონში გადიოდა, ტერორისტული მცდელობა ჩვენმა არმიამ თავიდან აიცილა“, — ნათქვამია ინფორმაციაში.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამონისტროს წარმომადგენელი, ჰიკმეტ ხაჯიევი კი სოციალურ ქსელ ტვიტერში ამ ფაქტის ამსახველ ფოტომასალებს აქვეყნებს და დასძენს:

«სომხეთმა კასეტური რაკეტა გამოუშვა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენისკენ. ევლახის რეგ-ის მიმდებარედ. ის მილსადენიდან 10 მეტრის სიახლოვეს ჩამოვარდა საიდანაც 300-ზე მეტი კასეტური ბომბი მიმოფანტა ირგვლივ.

საბედნიეროდ მილსადენი არ დაზიანებელა. ANAMA (აზერბაიჯანის გამნაღვითი სამუშაოების ეროვნული სააგენტო) მოქმედებს.

სომხეთის სასოწარკვეთილი მცდელობები ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის»

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეთათვის შენგენის ზონაში მოგზაუროებაზე დაწესებული შეზღუდვა ივნისის ბოლომდე გახანგრძლივდება

ბაღდადში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 32-მდე გაიზარდა

საყოველთაო გაფიცვებს აანონსებს სვეტლანა ტიხანოვსკაია

დატოვე კომენტარი