მსოფლიოში

სომხეთის პრემიერი, პაშინიანი სისიანის ეკლესიიდან გააძევეს (ვიდეო)

სოცქსელში გამოჩნდა ვიდეო იმის შესახებ, თუ როგორ მოექცნენ სომხეთის პრემიერ მინისტრ ნიკოლ პაშინიანს სისიანის წმინდა გრიგორის ეკლესიაში.

როგორც ვიდეოში ჩანს, პაშინიანი უახლოვდება ეკლესიის მოძღვარს და ცდილობს მის მოკითხვას, მაგრამ რექტორი უარს ამბობს ხელი ჩამოართვას პრემიერ მინისტრს და ანიშნებს ტაძრის დატოვებისკენ.

ნიკოლ პაშინიანი ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე დაემორჩილა ამ მოთხოვნას და დატოვა ეკლესია, შესასვლელთან ხატებზე პირჯვარის გადაწერის შემდეგ.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ვიზიტით იმყოფება სიუნიკის რეგიონში, აზერბაიჯანის გათავისუფლებული რეგიონების მოსაზღვრე რაიონებში. რეგიონის მაცხოვრებლებმა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი არ აღიარებენ პაშინიანს, როგორც სახელმწიფოს მეთაურს და შეეცადნენ ის რეგიონში არ შეეშვათ.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

ბალტიისპირეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლოვი განცხადება

ბელარუსიაში გასული დღე-ღამის მანძილზე 2000 ზე მეტი აქტივისტი დააკავეს

ილჰამ ალიევის ხელმძღვანელობით, აზერბაიჯანში უშიშროების საბჭოს სხდომა იმართება

დატოვე კომენტარი