მსოფლიოშიპოლიტიკა

სლოვაკეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია ლიდერობს

სლოვაკეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია ლიდერობს. წინასწარი მონაცემებით, ოპოზიციურ პარტიას „ჩვეულებრივი ადამიანები და დამოუკიდებელი პიროვნებები“ (OĽaNO) ხმების 24,8 პროცენტი აქვს.

მეორე ადგილს ხმების 18,9 პროცენტით, მმართველი პარტია „მიმართულება – სოციალური დემოკრატია“ იკავებს.

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერ პელეგრინიმ ოპოზიციური პარტიის ლიდერს იგორ მატოვიჩს არჩევნებში გამარჯვება უკვე მიულოცა და აღნიშნა, რომ აინტერესებს, როგორ გაუმკლავდება ის თავის პოსტს.

„მარკეტინგი გეხმარება ხელისუფლებაში მოსვლაში, თუმცა ეს ქვეყნის სამართავად საკმარისი არ არის“, -აღნიშნა მოქმედმა პრემიერმა.

წყარო

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

რითი გააოცა სააკაშვილმა პრეზიდენტი ზელენსკი

თამარ ჟვანიას განკარგულებით, „გირჩის“ საარჩევნო სია ჩაიხსნა და სიაში ალექსანდრე რაქვიაშვილი, ჰერმან საბო და ლევან ჯგერენაია დარჩნენ

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პირად თანაშემწეს კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინდა

დატოვე კომენტარი