ანალიტიკაპუბლიკაციები

სიცოცხლის დღესასწაული

არის დღესასწაული სიკვდილის და არის სიცოცხლის.
მაგალითად, პანაშვიდი, გასვენება, ქელეხი, სამახსოვრო და სამხედრო თარიღები – სიკვდილის დღესასწაულებია. ამგვარი რიტუალების დანიშნულება გარდაცვლილისა და წარსულის გაკეთილშობილებაშია – ეს არის გლოვით განდიდება!
აღდგომა – შუაშია…
ახალი წელი კი მხოლოდ და მხოლოდ სიცოცხლის დღესასწაულია, რომელშიც წვეთი სიკვდილისა არ არის – ის გულისხმობს მარტოოდენ მომავალსა და უკეთესს!
თუმცა, ჩვენ მოვახერხეთ და საახალწლო იმედის ზეიმში სიკვდილის ელემენტები მაინც შევიტანეთ. ეს კი ცოცხლებს იმიტომ დაგვჭირდა, რომ სიკვდილს უდიდესი ძალა აქვს – ის ტყუილსაც კი სიმართლედ აქცევს და გოთვერანსაც კი ათეთრებს…
ჩვენ ისე არასწორად ვცხოვრობთ, რომ შვილები გვიყურებენ და ზიზღისგან ქუჩაში გარბიან, რომ თავი ნარკოტიკით გაიბრუონ… ან სულაც თავი მოიკლან…
ასეთი მადლიანი მიწა გვერგო და საკუთარი თავის გამოკვებაც კი ვერ შევძელით!
ჩვენ უსამართლობაში, სიცრუეში, სიძულვილში, ძალადობაში, ქრთამსა და ქურდობაში უბადრუკად ვარსებობთ. საქართველოში სიკვდილისა და სიცოცხლის აღრევა მოხდა…
დღესაც პირველყოფილი ტომივით ბელადი გვყავს. ბელადის ჩამოგდება შეიძლება გაგიხარდეს, მაგრამ ეს ბედნიერს ვერ გაგხდის.
ახალი წელი – სიცოცხლის დღესასწაულია, რომელსაც სიხარულით ელოდები! დღესასწაული სურვილების აღსრულებისა და ოცნებისა, რომელიც, ალბათ, არც ახდება, თუმცა, იმ ერთი საახალწლო ღამის ბედნიერება და იმედი – უკვე ბევრია!
ახალი წელია, გილოცავთ!

P.S.
ჩემთან ,,ბენდუქიძის დასახლებაში“ მდიდრები არ ცხოვრობენ. აქ ყვავილსა თუ ხეს იშვიათად რგავენ. პირველი, რასაც ყველა იწყებს, როგორც კი ორ კაპიკს იშოვნის, არის რკინა-ბეტონის ღობის აგება. ციხესიმაგრის კედლებს იმხელა სისქე აქვს, თითქოს მეპატრონე ყოველ წუთს მტრის ურდოების შემოსევას ელოდება.
ეს კი ჩემი ახალი წელია – ყავა, ჩიბუხი, პაწაწინა ნაძვის ხე… და უჩინარი თოვლის ბაბუა – ბედნიერების იმედი, რომელსაც ყველა ველოდებით…

ზურა ოდილავაძე

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

სადეზინფექციო საშუალება — აუცილებლობა და ფასები

Joni Kvaracxelia

აღარ უნდა დაფიქრდეთ ძირეულ მიზეზებზე ბოლოსდაბოლოს?

«ეს ჭორვილელი, იდიოტი არავეს გეგონოთ, უჭკვიანესი პარაზიტია და წინასწარ აქვს ძალიან ბევრი სვლა გათვლილი»

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი