პროტესტი

სირცხვილის კორიდორები ძალაში რჩება

სირცხვილის კორიდორები ძალაში რჩება, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, გიორგი კირთაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

კირთაძის თქმით, არჩევნების დღეს, საარჩევნო უბნებზე “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები მივლენ და არჩევნებს გააპროტესტებენ.

კირთაძემ ასევე განმარტა, რომ სირცხვილის კორიდორს არა მოქალაქეებს, არამედ პოლიციას და სუსს მოუწყობენ.

„რა თქმა უნდა, იქნება სირცხვილის კორიდორები, ყველა უბანზე იქნებიან მხარდამჭერები და გააპროტესტებენ გაყალბებულ არჩევნებს. მოქალაქეებს აუხსნიან, რა მოხდა, თუმცა კორიდორებს მოუწყობთ არა მოქალაქეებს, არამედ მთავარ გამყალბებლებს, რიჟვაძეს, პილიციის, სუსის, საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებს“, – განაცხადა გიორგი კირთაძემ.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

«მზად ვარ გავხდე ეროვნული ლიდერი»-სვეტლანა ტიხანოვსკაია

«კანონი და სამართლის» ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ თეა წულუკიანს სათამაშო მიკროფონი მიუტანა

Joni Kvaracxelia

ევროპის სამი ქვეყანა ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მხარს არ დაუჭერს

დატოვე კომენტარი