covid-19მსოფლიოში

სიკვდილიანობის სტატისტიკის ზრდა ბრიტანეთში რეკორდებს ამყარებს. ხალხი მთავრობისგან პასუხს ითხოვს

სამშაბათს, ბრიტანეთი პირველ ადგილზე გავიდა ევროპაში კოვიდ -19 –ით გარდაცვლილთა რაოდენობის მიხედვით.
ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული ბიუროს (ONS) მონაცემებით, ქვეყანაში დაზარალებულთა საერთო რაოდენობამ 32 ათასს გადააჭარბა. ამ სტატისტიკაში შედის არა მხოლოდ საავადმყოფოებში დაღუპულთა რაოდენობა, არამედ ასევე სიკვდილიანობა Covid-19– ით სახლებში და მოხუცთა თავშესაფრებში.
ბრიტანული გაზეთი Daily Telegraph ოფიციალური წყაროების მითითებით წერს, რომ მკაცრი შემაკავებელი ზომების მიღებამდე ქვეყანაში კოროვირუსით ინფიცირებული მინიმუმ 20 ათასი ადამიანი შემოვიდა, ხოლო მათგან მხოლოდ 300-ზე ნაკლები იყო გადაყვანილი საკარანტინოში. გარდა ამისა, გამომცემლობა, ჯანმო-ს ფორმულის საფუძველზე მარტივ გამოთვლებს აკეთებს ინფექციის გადაცემის შესახებ და წერს, რომ ინფიცირებულმა პაციენტებმა, რომლებიც შემოვიდნენ ქყვეყანაში, თავის მხრივ 50 ათასი ადამიანი დააინფიცირეს. შემდეგ კი ჯაჭვური რექზციით გაგრძელდა.
ბრიტანეთის Home-Office ცნობით, მიმდინარე წლის 1 იანვრიდან მარტის ბოლომდე ქვეყანაში ჩამოვიდა 18,1 მილიონი ადამიანი, მათ შორის კოვიდ -19 – ით დაზარალებული ქვეყნებიდან, მაგრამ არ ჩაუტარდათ შესაბამისი სამედიცინო შემოწმება.
ჰოსპიტალთა სამედიცინო პერსონალის პროფკავშირების პრეზიდენტი, კლაუდია პაოლონი მოითხოვს, დაიწყოს საზოგადოებრივ გამოძიება, თუ როგორ დაუშვა მთავრობამ ყველაზე მაღალი სიკვდილიანობა ევროპაში, წერს Guardian.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

ჩემპიონთა ლიგა 12-23 აგვისტოს ლისაბონში მაყურებლების გარეშე გაიმართება

რუსეთს მოუწოდებენ შეესრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული საბჭოსგან დაკისრებული ვალდებულება

Joni Kvaracxelia

კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

დატოვე კომენტარი