სკანდალი

სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულებულმა მამაომ ქვეყანა დატოვა

მღვდელი, რომელსაც მრევლი სექსუალურ ძალადობაში ამხელს ტვ პირველის ინფორმაციით, ქვეყნიდან წავიდა. მამა იონა იგივე მამუკა მაისურაძე უკვე რამდენიმე დღეა მონასტერში აღარ გამოჩენილა.

ელიას მთაზე, სადაც ის გადაცემის ეთერში გასვლამდე იმყოფებოდა, ამბობენ რომ სასულიერო პირი აღარ გამოჩენილა.

სკანდალური ინტერვიუ შაბათის ეთერს მრევლის წევრმა მისცა. სავარაუდო ძალადობის მსხვერპლი გოგონა ამტკიცებს, რომ მამა იონამ მასზე მრავალჯერ სექსუალურად იძალადა.

ძალადობაში დადანაშაულები მღვდელი სამების საძმოს წევრი და წმინდა საბას ტაძრის წინამძღვარია. სასულიერო პირს ბუნდოვანი წარსული აქვს. რუსულმა სპეცსამსახურებმა ის 2007 წელს სოჩში რუსული პასპორტით დააკავეს და ჯაშუშობაში ამხილეს. ქვეყნიდან გაძევების შემდეგ ის საქართველოში დაბრუნდა და მღვდლის ანაფორა ჩაიცვა.

წყარო:ტვ პირველი

Loading…

 

მსგავსი პოსტები

სკანდალი:»ივანიშვილი ემზადებოდა ირაკლი ალასანიას დასაჭერად და ვერ დაიჭირა»

Joni Kvaracxelia

ინფორმაცია აფხაზეთის მთავრობის დაუღალავი «შრომის» შესახებ: წელს გამწვანებაზე 372000 ლარს დახარჯავენ, მაგრამ მომუშავეთა რაოდენობა 0

Joni Kvaracxelia

საქართველოს კაზინოებში მოთამაშეებს გამაბრუებელ ჩაის ასმევენ?

დატოვე კომენტარი