სხვადასხვა

სენსაცია: საქართველო შესაძლოა თაფლის სამშობლოდ იქნეს აღიარებული

საქართველოში ყვალაზე უძველესი თაფლი აღმოაჩინეს. შესაძლოა ამ აღმოჩენამ საქართველო თაფლის სამშობლოდ აღიაროს.
ბორჯომის რაიონში, არქეოლოგებმა ყორღანში მიცვალებულის ნეშტთან ერთად ორი კერამიკული ჭურჭელი იპოვეს, რომელშიც მცენარეების მტვერი აღმოჩნდა. სპეციალური გამოკვლევების შედეგად დასტურდება, რომ აღმოჩენილი მცენარეების მტვერი უძველესი დროის თაფლია. ქართველი არქეოლოგები ფიქრობენ, რომ ქართული თაფლი ეგვიპტურზე ორი ათასი წლით ძველია. აქამდე მიიჩნეოდა, რომ ყველაზე ძველი ნიმუში ტუტანხამონის სამარხში იყო ნაპოვნი.
კვლევებმა აჩვენა, რომ საქართველოში აღმოჩენილი თაფლი დაახლოებით 5500 წლისაა, ტუტანხამონის საფლავში ნაპოვნი ნიმუში კი 3500 წლის წინ არის დამზადებული.
მეცნიერების აზრით,სამარხში აღმოჩენილი ქალის ნეშთი პირველ მეფუტკრეს ეკუთვნის, რომელსაც სამარხში სხვადასხვა სახეობის თაფლი ჩაატანეს.
თუ არქეოლოგების აღმოჩენა მეცნიერულად დადასტურდა, საქართველო შესაძლოა თაფლის სამშობლოდ იქნეს აღიარებული.
ახლა უნდა დამტკიცდეს, რომ ეგ თაფლი არის «მოშინაურებული» ფუტკრების მიერ წარმოებული და არა სადმე ტყეში ნაპოვნი და «ველური» ფუკრებისგან «მოპარული». ფასი აქვს იმის დამტკიცებას, რომ იმ დროს ჩვენს ტერიტორიაზე უკვე არსებობდა მეფუტკრეობა როგორც დარგი, თორემ ველურ ბუნებაში ფუტკრებს უხსოვარი დრიოდან მოყავდათ თაფლი ევროპაშიც, აზიაშიც და აფრიკაშიც.
წყარო: რეზონი

 

მსგავსი პოსტები

LIVE:ამ წუთებში დაპირისპირებაა ზუგდიდში-ნიკა მელია საგანგებო განცხადებას აკეთებს

Joni Kvaracxelia

ავტოვარია მარნეულში მსხვერპლით დასრულდა

Joni Kvaracxelia

მსოფლიოს უმსხვილესი სოციალური ქსელი, Facebook-ი 15 წლისაა

დატოვე კომენტარი