სოცქსელი

«სახლში შემოგვივარდნენ შეიარაღებული ტიპები…»-ნინო ნადირაძე-კუზანოვა

ტელეწამყვანი ნინო ნადირაძე-კუზანოვა სოციალურ ქსელში წერს:

„თუ ასეა, მაშინ მეც დავწერ, ჩემი ნიშნობის წინა დღეს, 1993 წლის 25 ოქტომბერს სახლში შემოგვივარდნენ შეიარაღებული ტიპები შსს-დან ვართო, მამაჩემის ზვიადისტობის საფუძველზე მოაწყვეს ჩხრეკა და გამსახურდიას წიგნის გამო გადაწყვიტეს დედაჩემის და მამაჩემის აყვანა. მამაჩემი ახალნაოპერაციები იყო თირკმლის კიბოს გამო და დედაჩემი წაიყვანეს, ამ ჩემმა “კრასავიცა” დედიკომ, (მაშინ 41 წლის იყო), რაღაც კარცერში გაატარა მთელი ღამე, სკამზე შემომდგარმა, ვირთხების შიშით! 20 წლის ლაწირაკმა ჩვეულებრივი მიტინგი მოვაწყე წივილ–კივილით და დილით ძლივს გამოვაშვებინე, კაციშვილი არ დამიდგა გვერდით! ასე იყო ეს! ნიშნობამ მშვიდობიანად ჩაიარა! თუმცა ჩხრეკის შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ დედაჩემის ერთი ბეჭედი აღარ იყო! ნეტავ, სად არიან ახლა ის ტიპები? თან ჩხრეკის დროს გაიძახოდნენ, ეს ახვარი ზვიადისტები რა კარგად ცხოვრობენ თურმეო!”-წერს ნინო ნადირაძე

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

«გუშინ სამსახურში მოვედი და არ დამხვდი… მჯერა რომ ყველა ერთად, სადღაც, ისევ ამოვხეთქავთ»-ნანუკა ჟორჟოლიანის ემოციური მიმართვა ნიკა გვარამიას

საქართველოს რაგბის ნაკრების ყოფილი კაპიტანი ლევან ცაბაძე ლგბტ სამკლაურის შესახებ

«მე შაირი არ მინდოდა, თქვენ ამტეხეთ ძალადაო…ისევ მე თუ გასწავლით, რა არის ნამდვილი ჟურნალისტიკა»-ყანდიაშვილი «რუსთავი 2» -ზე

დატოვე კომენტარი