covid-19

სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებს კოვიდვაქცინის ან PCR ტესტის საბუთის წარდგენა დაევალათ

სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებს კოვიდ ვაქცინის ან PCR ტესტის საბუთის წარდგენი დაევალათ. კოვიდ საბუთის გარეშე სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელი არ დაიშვება არც სამსახურში და არც სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად ოფისს გარეთ (გარდა დისტანციურად მუშაობისა); ხოლო, გამოუცხადებლობა ანდა სამსახურებრივი მოვალეობების შეუსრულებლობა ჩაითვლება არასაპატიოდ.

«ახალი კორონავირუსის გავრცელების და უმძიმესი ეპიდვითარების გამო, რაც ინდივიდუალურად და კოლექტიურად სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, ასევე სახალხო დამცველის აპარატში უსაფრთხო გარემოს შექმნისა და იმ პირთა დაცვის მიზნით, ვისთანაც აპარატის თანამშრომლებს აქვთ ურთიერთობა, სახალხო დამცველმა კოვიდ საბუთის წარდგენის ვალდებულების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო», — ნათქვამია გადაწყვეტილებაში.

აპარატში აცხადებენ, რომ გამონაკლისის სახით, იმ თანამშრომლებმა, რომელთაც ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ვაქცინაზე სამედიცინო უკუჩვენება ან დროებითი უკუჩვენება აქვთ (მათ შორის, კოვიდ 19-ით ავადობის შემდგომი პერიოდი), უნდა წარადგინონ ექიმის მიერ გაცემული დოკუმენტი, სადაც პირდაპირ იქნება მითითება ვაქცინაციის ჩატარების შეუძლებლობის შესახებ. ამ შემთხვევაში, სახალხო დამცველის აპარატი, თანამშრომლის მიერ დაკავებული პოზიციის სპეციფიკიდან და სამსახურის საჭიროებებიდან გამომდინარე, იმსჯელებს მისთვის განსხვავებული სამუშაო რეჟიმის დადგენის შესახებ, ანდა დროებითი უკუჩვენების პერიოდში, აპარატის ხარჯით PCR ტესტის ჩატარების თაობაზე.

Loading…

მსგავსი პოსტები

16 დეკემბრიდან ლიეტუვაში ლოქდაუნის დამატებითი წესები შედის ძალაში

ბოლო 24 საათის ეპიდვითარება საქართველოში

roma sajaia

სომხეთის პრემიერ-მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა

roma sajaia

დატოვე კომენტარი