კრიმინალი

საჭმლი არ მოუმზადა და ქმარმა მეუღლეს ჯოხი სამჯერ გადაარტყა, თავში და ბეჭებში- რა მოხდა გორში?

არსებული ინფორმაციით  გორში, ოჯახური ძალადობის მუხლით ახალგაზრდა მამაკაცს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

როგორც პროკურორი აცხადებს, ახალგაზრდა მამაკაცმა მეუღლეს ჯოხი სამჯერ გადაარტყა, თავში და ბეჭებში, რის გამოც ქალს ტვინის შერყევა აღენიშნება.

„იმ დროს, როდესაც ბრალდებული სამწყემსოდან სახლში დაღლილი დაბრუნდა, მეუღლემ უკმეხად უთხრა რომ მისთვის საჭმელი არ ქონდა გაკეთებული, რაზეც მამაკაცი გაღიზიანდა და მეუღლესთან შეკამათდა» — აცხადებს ადვოკატი გივი ტურაშვილი.

პროკურორის ბრალდებით, მამაკაცი სიტყვიერად დაემუქრა მეუღლეს და შემდეგ თავზე და ტანზე სამჯერ დაარტყა მის ხელთ არსებული ხის ჯოხი.

დაზარალებული კი აღნიშნულზე განცხადებას აკეთებს:

„ როდესაც მეუღლემ ჯოხი დამარტყა, ისედაც შეუძლოდ ვიყავი და დავრეკე 112-ში, სასწრაფოს პოლიცია მოყვა და წამიყვანეს გორმედში სადაც ტვინის შერყევა დამიდგინდა. მართალია ტანჯვას არ განვიცდიდი, მაგრამ შეურაცხყოფილი ვიყავი მეუღლის ქმედებებით. “-ამბობს დაზარალებული.

აღნიშნული დანაშაული ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით, ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

წყარო:qartli.ge

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობა საერთაშორისო საზოგადოების დღის წესრიგში რჩება

მარტვილში 96 წლის მოხუცს ფიზიკური შეურაწყოფა მიაყენეს და ოქროულობა წაართვეს

კარაჯიჩი გადაიყვანეს ბრიტანეთის ციხეში. იქ ის ცხოვრების დანარჩენ ნაწილს გაატარებს

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი