განცხადებები

«საქართველო წილხვედრია ღვთისმშობლის…სენი, რომელიც მოედო მთელს მსოფლიოს, საქართველოში არ არის»-ილია მეორე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს — პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადება გააკეთა:

«ჩვენთან არს ღმერთი. გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს, მირქმას. ეს არის იმდენად დიდი დღესასწაული, რომ წმინდა მამები ამბობენ, აღდგომის ტოლია. აღდგომა, სულიერი აღდგომა მოგმადლოთ უფალმა. დღეს არის შეხვედრა ძველი და ახალი აღთქმის. დღეს არის შეხვედრა და განახლება ერისა. წყალობა ღვთისა და სასუფეველი ცათა იყოს თქვენთან. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, ღმერთმა ინებოს, რომ მომზადებული შევხვდეთ მაცხოვრის მეორედ მოსვლას.

საქართველო წილხვედრია ღვთისმშობლის. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ ინება საქართველო ყოფილიყო წილხვედრი. ეს ღვთის განგებაა, შემთხვევითი არ არის, რომ ის სენი, რომელიც მოედო მთელს მსოფლიოს, საქართველოში არ არის. მადლობა და დიდება უფალს»-განაცხადა ილია მეორემ.

Loading…

მსგავსი პოსტები

გომელაურის გადადგომა «ნაცმოძრაობის» ოცნებაა-ირაკლი კობახიძე

«კარგად მესმის პრეზიდენტ ზელენსკის, რადგან პუტინთან პირველი შეხვედრის წინ მე მოსკოვში ეკლესიაში წავედი და დიდი ხანი ვლოცულობდი»-მიხეილ სააკაშვილი

«დაგამხობთ რევოლუციით…გახსოვდეს ბატონო ბიძინა»-სანიკიძე ივანიშვილს

დატოვე კომენტარი