ანალიტიკაპუბლიკაციები

საქართველო ოფიციალურად გამათხოვრდა

სირიელებზე მეტი ქართველი ლტოლვილები, ეს გერმანული პოლიციის 2019 წლის პირველი კვარტალის სტატისტიკაა. ეს მხოლოდ გერმანიაში, სხვა ქვეყნებშიც ამ მხრივ რაც ხდება ყველას კარგად მოგეხსენებათ. სიღარიბის გამო ოჯახებით გარბის მოსახლეობა საქართველოდან. UNICEF-ის კვლევით ჯერ მხოლოდ 2015-2017 წელს  სიღარიბე  უკიდურესად გაზრდილი იყო, საქართველოში მოსახლეობის 69% ღარიბი, 24% სიღარიბის ზღვართან ახლოს, საშუალო კლასი მხოლოდ 7% . ამ ფონზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველწლიურად 700-მდე ბავშვი იღუპება 5  წლამდე ასაკის. სიდუხჭირის გამო ყოველი 10 მოქალაქიდან 7-ს ბანკის ვალი აქვს თანაც ორი ან მეტი ბანკის. რაც შეეხება პენსიას 2003-2012 წლებში პენსია 14 ლარიდან გაიზარდა 120 ლარამდე,  2012-2018 წლებში პენსია გაიზარდა მხოლოდ 60 ლარით.  გაზრდილი ფასებისა და ლარის გაუფასურების გამო, ისედაც მწირმა პენსიამ დაკარგა თავისი მსყიდველთუნარიანობა და დღეს იმაზე ნაკლებია რაც იყო 2012 წლამდე. 2019 წელს ცხოვრება მართლაც თვალში საცემად გაძვირდა.  2019 წლის პირველ კვარტალში  ქართული ბიზნესის  ინდექსი შემცირდა და 22.6 პუნქტი შეადგინა, რაც წინა კვარტალთან შედარებით, 7.4 პუნქტით გაუარესებული მაჩვენებელია.  „საქსტატის“ მონაცემებით 2019 წლის პირველ კვარტალში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირდა. რაც შეეხება მედიკამენტებს, ჯერ მხოლოდ 2017 წლის იანვარ-სექტემბერში მედიკამენტების ფასები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14.9%-ით გაიზარდა. 2012 და 2013 წლებში პირველადი მოხმარების მედიკამენტებზე ფასები მცირდებოდა. 2014 წლიდან მედიკამენტებზე ფასები ყოველწლიურად იზრდება. 2019 წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 6.3%-ით შემცირდა. სახელმწიფო საგარეო ვალის ნაშთი  31.12.2012 მდგომარეობით 6,622,328 ლარი იყო. ხოლო  სახელმწიფო საგარეო ვალის ნაშთი ჯერ მხოლოდ 31.12.2017 მდგომარეობით 13,420,829 ლარამდე ავიდა.  2003 წელს სახელმწიფო ბიუჯეტი იყო 1.2 მილიარდი. 2013 წლისთვის კი ქართულმა ოცნებამ თითქმის 9 მილიარდიანი ბიუჯეტი ჩაიბარა.  2003 წელს ფინანსურ ინსტიუტებში დეპოზიტებზე განთავსებული იყო დაახლოებით 700 მილიონი ლარი. 2012 წელს იგივე მაჩვენებელმა თითქმის 7.5 მილიარდს მიაღწია. მიუხედავად ამისა უკუსვლა სახეზეა.  2018 წლის ბიუჯეტი ამ წლების მანძილზე მხოლოდ  10,463,098,0 ლარით განისაზღვრა. 2019 წლის პირველ  კვარტალში სახელმწიფოსგან ყველაზე მეტი ქონება ივანიშვილმა იყიდა, ამის შესახებ ინფორმაციას BMG აქვეყნებს. ვალუტის კურსი ფინანსური სექტორისთვის კვლავ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება.  2019 წლის  6 თებერვალს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 15 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. 11 თებერვალს  20 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა.  6 ივნისს 10 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. 7 ივნისს 20 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. მიუხედავად ამისა ვალუტის კურსის ცვლილებაზე რეაგირება უმნიშვნელო იყო. “აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მეტი თანხა ევროპის საინვესტიციო ბანკმა საქართველოში ჩადო, აქ ჩავდეთ თითქმის 2  მილიარდი ევრო   ”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს, ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ვაზილ ჰუდაკმა განუცხადა, რომელიც ბათუმში მიმდინარე   „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საინვესტიციო ფორუმში მონაწილეობს. მიუხედავად ამისა მოსახლეობის მდგომარეობა ყოველდღე უარესდება და თუ სად წავიდა ეს თანხა, მოსახლეობამ თვითონ განსაჯოს. ოლიგარქი და მმართველი პარტია ირწმუნება რომ მოსვლის დღიდან დღემდე დაპირებები გადაჭარბებით არის შესრულებული, თუმცა ფაქტები სამწუხაროდ საპირისპროს ამტკიცებენ. საქართველოში შიმშილის გამო კვდება ბავშვები, შიმშილობს მთლიანად ოჯახები, ბავშვებს საჭმელი ენატრებათ,  უფულობის გამო ავადმყოფები კვდებიან. მედიკამენტებს ვერ ყიდულობენ. მიუხედავად ამისა მოსახლეობის აპათიაც პიკს მიუახლოვდა.

ალბერტ ჭანია, იურისტი სამართალმცოდნე

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

თურქეთი და საქართველო: მდგრადი პარტნიორობა და სოლიდარობა ომის, გადატრიალების მცდელობის და პანდემიის დროს

Joni Kvaracxelia

«როდესაც პოლიტიკა აკონტროლებს ბაზარს იმას მეურნეობა ჰქვია და არა ეკონომიკა»

Joni Kvaracxelia

რუსეთის მიერ ქართველების 1992-1993 წლებში ჩადენილი გენოციდის აღიარების კამპანია

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი